ქართულმა სარეკლამო სააგენტო „რედბერიმ“ Art Directors Club Europe-ზე (ADC*E) ერთი ვერცხლი მოიპოვა და ორ კატეგორიაში დაშორთლისტდა. ვერცხლის ჯილდო სააგენტომ GWP-სთვის შესრულებული კამპანიით, კატეგორია Integration & Innovation – Public Service & Charity Campaigns-ში მოიპოვა, ხოლო კატეგორიებში Interactive And Mobile – Social Media Campaigns და Integration and Innovation – Creative Strategy, ფინალისტთა შორის მოხვდა.
ADC*E ექსკლუზიური კრეატიული ფესტივალია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული წესები – მხოლოდ ლოკალურ ფესტივალზე გამარჯვებულ ნამუშევრებს შეუძლიათ მასში მონაწილეობა. ფესტივალი 9-10 ნოემბერს, ბარსელონაში, მეხუთედ ჩატარდა. წელს, ADC*E-ს გამარჯვებულთა ჩამონათვალში საქართველოდან, მხოლოდ ერთი სააგენტო („რედბერი“) მოხვდა.