22
Mar
2018

Redberry-მ „ბიოქიმფარმისთვის“ Storytelling და E-Commerce პლატფორმა შექმნა

22 Mar 2018

სააგენტო Redberry-მ „ბიოქიმფარმისთვის“ შექმნილი Storytelling და E-Commerce პლატფორმა შექმნა და უკვე Awwwards.com-ის Honorable Mention-ისა და Css Design Awards-ის Special Kudos ნომინაციებში მოიპოვა ჯილდოები – ვებგვერდის UI („მომხმარებლის ინტერფეისი“) დიზაინით, UX („მომხმარებლის გამოცდილების“) დიზაინითა და კონტენტით საუკეთესო სტანდარტების დაკმაყოფილების შესაბამისად. მარკეტერი „რედბერის“ ციფრული პროდუქტების დირექტორს, ბასა მეტრეველს ესაუბრა:

storytelling1
ბიოქიმფარმი არის ქართული ბიოფარმაცევტული კომპანია, რომელიც პრეპარატების შესაქმნელად ბაქტერიების ბუნებრივ მტრებს, ბაქტერიოფაგებს იყენებს. ბიოქიმფარმი დაფუძნებულია „ფაგების საამქროს“ საწარმოო ბაზაზე, რომელიც ბაქტერიოფაგებით მთელ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპას ორმოცდაათი წლის განმავლობაში ამარაგებდა. თუმცა, დანარჩენი მსოფლიო აქამდე ნაკლებად იცნობდა ბაქტერიოფაგებს საბჭოთა რკინის ფარდის არსებობის გამო და სწორედ ახლა იწყებს დანარჩენი მსოფლიო მათ გაცნობას.

M: რა იყო თქვენი მარკეტინგული ამოცანა „ბიოქიმფარმის“ მიერ მოცემულ დავალებაში?
ჩვენი ბრიფის მიზანი „ბიოქიმფარმისთვის“ ისეთი ციფრული პროდუქტის შექმნა იყო, რომელიც ერთი მხრივ, შეძლებდა მომხარებლებისთვის მოეყოლა ფაგების შესახებ და მეორე მხრივ, მისცემდა მათ საშუალებას, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან გამოეწერათ „ბიოქიმფარმის“ პროდუქტები.ბრიფში დასახული მიზნებიდან  გამომდინარე, საჭირო იყო ვებგვერდზე გვქონოდა ფაგების შესახებ ვიზუალური სთორითელინგის გვერდი. ამისათვის კი ფაგებისა და ბაქტერიების სამყაროს ვიზუალური გამოხატვა გვჭირდებოდა. მოსაყოლი ამბის შინაარსი მეტ-ნაკლებად მოფიქრებული გვქონდა და გვჭირდებოდა ილუსტრაციები, რომლითაც შევძლებდით შემდეგ ანიმაციების აწყობას. ილუსტრაციების შექმნაში დახმარება ეთო გზირიშვილს ვთხოვეთ. სწორედ მან დახატა ყველა ის ილუსტრაცია, რომელიც საიტზე შემდეგ ანიმაციურ სთორითელინგშია გამოყენებული.
storytelling
M: რა იყო თქვენი მთავარი გამოწვევა პროექტზე მუშაობისას?
ფაგების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ფუნქციური E-Commerce პლატფორმა შექმნა – ამ ორი მიზნის ერთად მიღწევა საკმაოდ რთული დავალება გამოდგა და ბევრი ფიქრი მოგვიწია იმაზე, თუ როგორ უნდა გადაგვეჭრა დასმული ამოცანა. ბოლოს, ჩვენი დიზაინის გუნდმა გადაწყვიტა, რომ Home page-ის სქროლზე აგვეწყო ანიმაციური თხრობა, სადაც ანიმაციებისა და მცირე ამხსნელი ტექსტების საშუალებით შევძლებდით მარტივად და საინტერესოდ მოგვეყოლა ზოგადად ფაგებისა და მათი დადებით მხარეების შესახებ, ხოლო თხრობის ბოლოში კი შევთავაზებდით მომხარებელს, გამოეწერა თავისთვის სასურველი პროდუქცია.

CREDITS

Agency: Redberry • რედბერი

Client: Biochimpharm • ბიოქიმფარმი

Digital Products Director: Basa Metreveli

Digital Products Art Director: Ane Erkomaishvili

UI/UX Designer: Davit Petriashvili

Motion Graphics Designer: Davit Petriashvili

Product Designer: Lasha Lomouri

Project Manager: Ruska Papunashvili

Ilustrator: Eto Gzirishvili

Full Stack Developer: Koba Kareli

Front End Developers: Lado Barnovi, Lasha Abazashvili, Giorgi Kavelashvili

Quality Assurance: Mari Vaqiashvili

Copywriters: ლიკა ვადაჭკორია, Nina Modebadze, ლიანა მეტრეველი

განხილვა