14
Dec
2018

Redberry-მ საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა! Eurobest 2018

14 Dec 2018

”THIRSTY TAGS’’-მა, სააგენტო Redberry-ს მიერ, საქართველოს წყალმომარაგების კომპანია GWP-ისთვის (Georgian Water and Power) შექმნილმა კამპანიამ ევროპის კრეატიულ ფესტივალზე Eurobest ბრინჯაო მოიპოვა, კატეგორიაში – PR – Crisis Communication.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს, ნამუშევარი კატეგორია PR-ის ორი ქვეკატეგორიის შორთლისტში მოხვდა:
PR – Use of Social in a PR Campaign – Shortlist;
PR – Crisis Communication – Bronze. 

 

2018 წლის განმავლობაში, Redberry-ს ნამუშევარმა ჯილდო ADC*E-ზე, Golden Drum-სა, Kiaf-ზე – „გრან პრი და „წლის საუკეთესო სააგენტო“ დაიმსახურა. 

„ევრობესტი“ ევროპის შემოქმედებითი ფესტივალია, რომელიც გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. პროფესიული და ახალგაზრდული „ევრობესტი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრება ჯერ ლოკალურად, მონაწილე ქვეყნებში ტარდება. შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვებულებს შორის კონკურსის წესით საუკეთესო გუნდი ვლინდება.

განხილვა