in

#პორტფოლიო – 10 რეკლამა Redberry-ის ნამუშევრებიდან

„პორტფოლიო მაჩვენეთ“ – თანამშრომლობა, მეტწილად, ამ სიტყვებით იწყება. სააგენტოს ან კონკრეტული სფეროს შემოქმედს, პირველ რიგში, მისი ნამუშევრებით აფასებენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რუბრიკაში #პორტფოლიო სხვადასხვა სააგენტოსა და შემოქმედებითი სფეროს პროფესიონალების ნამუშევრებს მოვუყაროთ თავი. ამჯერად, Redberry-ის პორტფოლიოდან გიზიარებთ ნამუშევრებს, რომელთა საშუალებითაც სააგენტომ არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ნახეთ და შეაფასეთ ვიდეორგოლები Redberry-ის პორტფოლიოდან.

Secret Santa – Bank of Georgia

ყველაზე მაშტაბური საახალწლო კამპანია, რომელზეც Redberry 3 წლის განმავლობაში JWT METRO-სთან ერთად მუშაობდა და ათასობით ადამიანის გულის გახარებაში მონაწილეობდა.

Georgia by post – საქართველოს ფოსტა 

„გაგანია პანდემიისას მოვიფიქრეთ, როგორ არ შეწყვეტილიყო ქართული სტუმარმასპინძლობა – საქართველო ფოსტით გავუგზავნეთ „სტუმრებს“.

Let Them Hear The ANTHEM – ICY

რესპუბლიკის მოედანზე 10 000 გულშემატკივარი შეკრიბეს და ჩვენს მორაგბეებს იტალიასთან უმნიშვნელოვანეს მატჩის წინ, ჰიმნი პირდაპირ ეთერში უმღერეს.

„პ.ს. ორი წლის შემდგომ მაინც მოვუგეთ!“

ქათმით ახალ წელს – WOLT / KFC

ქათმის წლის მობრძანებას ღირსეულად დახვდნენ.

კაიაკი

ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, უბრალოდ და მარტივად (NO BULLSHIT), რედბერის გუნდმა ლუდ კაიაკის რეკლამაზე იმუშავა.

აჩუქე ახალ წელს „მინისო“

„მინისოს“ თავბრუდამხვევი სიხარულის გამოცდილება ერთ სასაჩუქრე ყუთად აქციეს და ზღაპრული საახალწლო კამპანიაც გამოაცხეს.

Thirsty Tags – GWP

„ჩვენი დახმარებით, ერთი პერიოდი GWP-ის ნაკლებად ლანძღავდით“.

Open Your Eyes to Stop The Violence – Atipfund Georgia / USAID

„ოჯახური ძალადობის პრევენციის მიზნით, შევქმენით კამპანია რომელიც პრობლემაზე თვალების დახუჭვაზე ავაგეთ, შევქმენით TV რგოლები, პოსტერები და  საიტი რომელიც თვალების დახუჭვაზე რეაგირებდა“.

If It’s Lagging, Check It – GNCC

„თუ გიჭედავს, შეამოწმე“ – ამ კამპანიის დახმარებით კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტის სიჩქარის შემოწმებისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას.

სიყვარულით, 1805 წლიდან – Georgian Post

ამ ანიმაციით, ქართული კინოს კლასიკას ახალი სიცოცხლე შთაბერეს.

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Adidas რიკისა და მორტის სახლში შეიჭრა!

მალე Snapchat თქვენს კომპიუტერშიც იქნება ხელმისაწვდომი