in

ამიერიდან Postred დაგვიძახეთ! – რედიზაინი, რომელზეც სააგენტო Redberry-მ იმუშავა

ამიერიდან, Post Red Audio-ს Postred-ით მოვიხსენიებთ. კომპანიამ, სააგენტო Redberry-სთან თანამშრომლობით, განაახლა ვიზუალური იდენტობა, სტრატეგიული ამოცანები, ახალი სლოგანიც აქვს – “We Tell Stories”. არადა, ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როდესაც ვანკუვერიდან საქართველოში ორი კვირით ჩამოსულმა ბესო კაჭარავამ აქ ახალი შესაძლებლობები დაინახა, გუნდი შემოიკრიბა, კომპანია Post Red Audio დააარსა და არაერთი გამორჩეული პროექტითაც დაგვამახსოვრა თავი. დღეს კი, Postred, განახლებული დიზაინით ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადება.

M: რამ მიგიყვანათ Postred-ის რედიზაინის გადაწყვეტილებამდე?

ბესო კაჭარავა – ხმის დიზაინერი, Postred-ის დამფუძნებელი: „Postred პოზიციონირებს, როგორც ახალგაზრდა არტისტების მიერ შექმნილი კომპანია. Young Spirit – საქმისადმი ინოვაციურ, კრეატიულ და პროფესიონალურ მიდგომებთან ერთად სწორედ ეს გამოგვარჩევს ქართულ ბაზარზე.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი სერვისები გასცდა მხოლოდ აუდიო პროდუქტებისა და მუსიკის შექმნას, ვპოზიციონირდებით საერთაშორისო ბაზარზეც, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ კომუნიკაციებზე მეტი აქცენტი გაგვეკეთებინა – გადავიაზრეთ ჩვენი ბრენდის ძირითადი სტრატეგიული ამოცანები და ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად Redberry-სთან თანამშრომლობა გადავწყვიტეთ.“

M: როგორია Postred-ის ბრენდის ახალი კონცეფცია?

რევაზ ბარამიძე, Postred-ის კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „სტრატეგიული მიზნებისა და ვიზუალური იდენტობის საკითხი ყველაზე აქტუალური კომპანიის გაფართოების დროს ხდება. რებრენდინგი ერთგვარი ახალი დასაწყისია, ამ დასაწყისს კი, ახალი სახელით ვხვდებით. აქამდე კომპანიის სახელი Post Red Audio გახლდათ, ახლა კი, მოქმედების არეალის გაფართოების გამო ტერმინი Audio ჩვენთვის აქტუალური აღარ არის, პირველი ორი ტერმინი კი გავაერთიანეთ და მივიღეთ სიტყვა, რომელსაც გვსურს ახალი მნიშვნელობა მივცეთ – ის ხარისხისა და პროფესიონალიზმის ერთგვარი ნიშანი იქნება როგორ საქართველოში, ასევე საერთაშორისო ბაზარზე – Postred.

არანაკლებ მნიშვნელოვანია სლოგანიც – „We Tell Stories“ – სწორედ ესაა ჩვენი კომპანიის ფილოსოფია – ვთვლით, რომ ყველა არტისტი Storyteller-ია, ამიტომაც ვცდილობთ არა უბრალოდ დავდოთ შედეგი, არამედ ჩვენი პროდუქტიც Storyteller-ად ვაქციოთ და დავეხმაროთ არტისტებს თავიანთი სათქმელის უკეთ გადმოცემაში.

ბრენდინგზე მუშაობის პროცესი საკმაოდ პროდუქტიული იყო, Redberry-ს გუნდმა შეძლო ზუსტად დაენახა ბრენდის ღირებულებები და სწორედ ამის გათვალისწინებით შეექმნა თანამედროვე, საინტერესო და გამორჩეული ვიზუალური იდენტობა.“

M: როგორც სააგენტო, როგორ მიხვედით ბრიფის გადაწყვეტამდე?

სანდრო ჯავახიშვილი – Redberry-ის სტრატეგი: “რეალურად, Postred ფუნქციონირებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ამიტომ აუცილებელი იყო გაგვეანალიზებინა ყველა შეხების წერტილი, რომელიც პოტენციურ და არსებულ დამკვეთს შეიძლება მათთან ჰქონოდა. შემდეგ დავიწყეთ ფიქრი, თუ რისი მოყოლა სურდა Postred-ს და რა ემოციას უნდა გადმოსცემდეს მისი ვიზუალური იდენტობა.”

მარი გვახარია, Redberry-ს არტ დირექტორი: “ვიზუალურ სტილზე მუშაობისას, მე-20 საუკუნის ავანგარდული სტილიდან გამოვედით. დღევანდელი გადასახედიდან წინა საუკუნის დასაწყისი ყველაზე საინტერესო პერიოდია ჩვენთვის აბსტრაქტულობის, მინიმალიზმის და ფორმებზე ექსპერიმენტების გამო. Postred-ის ლოგოტიპის შექმნისას  სწორედ ეს მიმდინარეობა გახდა ჩვენთვის ინსპირაციის წყარო.

რაც შეეხება ვიზუალური სტილის მთავარ ფერს – “გახუნებულ” წითელს, მისი გამოყენების ინსპირაციაც კომპანიის სახელი იყო. Postred პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს წითლის შემდეგს.”

Credits:

Client: Postred

Creative agency: Redberry

Creative director: Rezo Shelia

Art director: Mari Gvakharia

Senior designer: Ana Sanikidze

Logo designer: George Ghudushauri

Senior strategists: Sandro Javakhishvili; George Bio Karanadze

Account manager: Sophie Azariashvili

 


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

მხიარული თავგადასავლების მუზეუმი – სამუზეუმო ექსპონატებით შთაგონებული შემოქმედებითი სავარჯიშოები

ვინ და რა გვჭირდება მანამ, სანამ კარიერული ცვლილების გადაწყვეტილებას მივიღებთ