ევროპის სარეკლამო ფესტივალზე Eurobest 2018 წელს, სააგენტო Redberry საქართველოს წყალმომარაგების კომპანია GWP-ისთვის (Georgian Water and Power) შექმნილი კამპანიით იყო წარმოდგენილი. ნამუშევარი კატეგორია PR-ის ორი ქვეკატეგორიის შორთლისტში მოხვდა:

- Digital & Social – Use of Social in a PR Campaign;
- Practices & Specialisms – Crisis Communication & Issue Management.
საბოლოო შედეგები ცნობილი 13 დეკემბერს გახდება.
„ევრობესტი“ ევროპის შემოქმედებითი ფესტივალია, რომელიც გამარჯვებულებს რეკლამის, კომუნიკაციისა და სხვა მომიჯნავე სფეროებში ავლენს. პროფესიული და ახალგაზრდული „ევრობესტი“ ევროპის სხვადასხვა ქალაქში ყოველწლიურად ტარდება. შეჯიბრება ჯერ ლოკალურად, მონაწილე ქვეყნებში ტარდება. შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქალაქში გამარჯვებულებს შორის კონკურსის წესით საუკეთესო გუნდი ვლინდება.











