10
Jun
2019

Redberry: “აი, ზუსტად ასეთ ამბებს ვგულისხმობთ ციფრულ ტრანსფორმაციაში”

10 Jun 2019

სააგენტო “რედბერიმ” ავტოლიზინგის კომპანია “ტურბოს” კამპანიაზე დაასრულა მუშაობა. მთავარი გზავნილია: “ყველაზე სწრაფად და მარტივად, ოღონდ მართლა!”. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა მთავარი ვიდეორგოლი და პრეროლები.  თუმცა, სააგენტოს კრეატივ დირექტორის, რეზო შელიას თქმით, ამ პროექტის გამორჩეული ნაწილი სერვისის ციფრული ტრანსფორმაციაა: “კამპანია არ შემოიფარგლება კომუნიკაციით. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ტურბოსთან, პროდუქტისა და ბრენდთან შეხების წერტილების ტრანსფორმაციის დონეზე. ეს ის შემთხვევაა, როდესაც კლიენტი, სააგენტოსთან ერთად, ისახავს მიზნებს და ეძებს საუკეთესო გადაწყვეტებს არა მხოლოდ კომუნიკაციის, არამედ ბიზნესის დონეზე.”

როგორ შეიძლება გამოარჩიო ისეთი სერვისი, როგორიც ავტოლიზინგია? ამ კითხვაზე “რედბერის” სტრატეგმა, ნინუნა უნგიაძემ, გვიპასუხა:

“სალიზინგო/საფინანსო კომპანიების კომუნიკაცია ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ყველა იძახის, რომ აქვთ საუკეთესო პროდუქტი საუკეთესო პირობებით. ჩვენ კი კომუნიკაცია უნდა გაგვეკეთებინა ტურბოლიზინგზე, რომელსაც სისწრაფეში და მოქნილობაში ანალოგი არ ყავს. შესაბამისად, გადავწყვიტეთ ტურბოლიზინგის შეთავაზების დაუჯერებლობა გამოგვეყენებინა და ამით მიგვექცია ყურადღება ერთფეროვანი კომუნიკაციის ფონზე.”

M: სახელდობრ, რა დაიხვეწა სერვისის თვალსაზრისით?

საქართველოს სალიზინგო კომპანიასთან ერთად, შევქმენით turbo.ge რომელიც თავიდან იყო უბრალოდ სწრაფი ავტოლიზინგი. თავდაპირველ პროდუქტშიც იყო ინოვაციური ფუნქცია, რომელიც მომხარებელს განაცხადის გაკეთებისას მომენტალურად უმტკიცებდა ავტოლიზინგს.

ამ ინოვაციური ფუნქციის საშუალებით, დაიბადა პროდუქტის განვითარების იდეა. საქართველოს სალიზინგო კომპანიასთან ერთად, გავაკეთეთ მონაცემების ანალიზი, რის საშუალებითაც შევქმენით, მომხმარებლის რამოდენიმე კატეგორია, რომლისთვისაც შეგვეძლო ინდივიდუალურად დაგვეგენერირებინა შემოთავაზება, ამფუნქციონალით ჩვენ ტურბოს დავუმატეთ დამატებითი სერვისები. ტურბოს საშუალებით, უკვე მომხარებელს შეუძლია მიიღოს ინდივიდუალური შეთავაზება, ავტომობილის იმპორტზე, უკულიზინგზე, ლიზინგზე, სალონის ავტომობილის ლიზინგზე. ეს ყველაფერი ტექნოლოგიების ინტეგრაციით და მომხარებლის ქცევისშესწავლის საფუძველზე მოხდა. ჩვენ და საქართველოს სალიზინგო კომპანიამ დავსახეთ მიზნად ციფრული ტრანსფორმაციის საშუალებით გავამარტივოთ მანქანისშეძენის გამოცდილება მომხარებლისთვის, ციფრულ პროდუქტებსაც ამ მიმართულებით ვქმნით და ვხვეწთ. ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტსაინტერესო პროდუქტს შევთავაზებთ მომხარებელს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, “რედბერიმ” 3.2 მლნ დოლარიანი ინვესტიცია მოიზიდა “საქართველოს კაპიტალისგან”. ინვესტიცია, დამფუძნებლების თქმით, სააგენტოს ციფრული ტრანსფორმაციის პროექტების განვითარებაში დაეხმარება.

Credits:
Client: Turbo
Agency: Redberry
Creative Directors: Rezo Shelia, Tokareshka
Account Director: Irakli Kavelashvili
Strategy Team Head: Gaga Darsalia
Strategy Team: George Karanadze, Ninuna Ungiadze, Sandro Javakhishvili
Digital Planner: Keti Maruashvili, Tanya Basheleishvili
Production Team Head: Levan Ketskhoveli
Executive Producer: Mariam Khoperia

Director: Jaba Melkadze
Director of Photography: Vigen Vartanov
1st AD: Maia Imedashvili
Production and Costume designer: Mariam Geladze
Costume Designer Assistant: Nino Daraselia
Production Designer Assistant: Davit Daraselia
Make-up Artists: Nino Bedeladze, Veriko Bedeladze
Location Manager: Giorgi Molashvili
Focus Puller: Zaza Tsomaia
Gaffers: Vajha Aprasidze, Leri Kapanadze, Robert Araqeliani, Shota Khijakadze
Camera: Goga Karbelashvili, Sandro Khutsishvili
Dolly: Goga Chanturia, Beka Kharaishvili
Drivers: Dato Lobjhanidze, Leri Kapanadze, Giorgi Shvelidze
Post Production: Post Red Audio,
Tengo Tetrashvili
Color: Vigen Vartanov
Graphic: Giorgi Akhvlediani

Digital Products Director: Gaga Darsalia
Digital Products Art Director: Ane Erkomaishvili
Product Designer: Lasha Lomouri
Senior UI/UX Designer: Sam Muzaevi
UI/UX Designer: Dali Kenchoshvil
Project Manager: Ruska Papunashvili
Full Stack Developer: Imeda Aivazashvili
Quality Assurance: Mari Vaqiashvili
System Administrator: Akaki Gelashvili
Copywriter : Archil Oragvelidze

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა