in

სტრატეგიული ტრანსფორმაცია: Redbow-ს ბიზნესის განვითარების მიმართულებას დოდოშკა სალაყაია უხელმძღვანელებს.

Redbow Events- ბაზარზე ახალ, ამბიციურ ეტაპს იწყებს. კომპანიის ბიზნესის განვითარების მიმართულებას დოდოშკა სალაყაია უხელმძღვანელებს. დოდოშკა ბაზარზე ცნობილია თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ღონისძიებების სფეროში და პროფესიული პრინციპულობით. მისი მოსვლა Redbow-სთვის მნიშვნელოვან ევოლუციას ნიშნავს.

დღეს, როდესაც ბრენდის იმიჯი და შიდა კორპორატიული კულტურა კომპანიების მთავარი აქტივია, Redbow ღონისძიებას განიხილავს არა როგორც ცალკეულ მოვლენას, არამედ როგორც ბიზნესის ზრდის მძლავრ ინსტრუმენტს.

ბაზარი იცვლება და მასთან ერთად იცვლება ჩვენი პარტნიორების საჭიროებებიც,“ – ამბობს ლევან მდინარაძე, Redbow- დამფუძნებელი. „დოდოშკას გამოცდილება და ხედვა დაგვეხმარება, რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიების ბიზნეს მიზნები რეალურ შედეგებად ვაქციოთ.“

რამდენიმე კითხვა დავუსვით დოდოშკას, რომ გაგვეგო მისი ხედვა და გეგმები.

M: დოდოშკა, შენ Redbow- გუნდს საკმაოდ საინტერესო დროს შეუერთდი. როგორ ხედავ Redbow- დღევანდელ როლს ბაზარზე?

გუნდი დიდი ხანია გასცდა უბრალოდღონისძიების ორგანიზატორისჩარჩოებს. დღეს Redbow კომპანიების გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი მიზანი მხოლოდ სივრცის შევსება კი არა, ბიზნესის კონკრეტული ამოცანების გადაჭრაა. იქნება ეს დამსაქმებლის ბრენდის გაძლიერება საუკეთესო კადრების მოსაზიდად, არსებული თანამშრომლების მოტივაცია და ჩართულობა, თუ ახალი პროდუქტის ბაზარზე ხმაურიანი წარდგენა. ჩვენ ვართ ხიდი კომპანიის დიდ ამბიციებსა და მათ რეალურ შესრულებას შორის.

M: ახსენე, რომ Redbow-სთვის პრიორიტეტული გახდა .. „People Goals “, თანამშრომლების მოტივაცია და ჩართულობა. რატომაა ეს მიმართულება შენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტი?

დღევანდელ რეალობაში კომპანიის მთავარი აქტივი მისი კორპორატიული კულტურა და ბრენდის იმიჯია. სწორად დაგეგმილი ღონისძიება ამ პარამეტრების გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. როდესაც ვქმნით ღონისძიების სწორ ფორმატს, რომელიც თანამშრომლების ემოციურ ჩართულობასა და ლოიალობას ზრდის, ჩვენ რეალურად ბიზნესს ვეხმარებით შიგნიდან გაძლიერებაში. მინდა, ლიდერებმა დაინახონ, რომ კორპორატიული შეკრება უბრალოდ ხარჯი კი არა, ადამიანურ კაპიტალში ჩადებული უმნიშვნელოვანესი ინვესტიციაა.

M: შენ ხშირად ახსენებსტრატეგიაზე დაფუძნებულმიდგომას. რით განსხვავდება Redbow- სამუშაო პროცესი სტანდარტული მიდგომისგან?

ჩვენი მუშაობა იწყება ბევრად ადრე, ვიდრე უშუალოდ დაგეგმვის პროცესი. პირველ რიგში, კომპანიასთან ინტენსიური მუშაობის შედეგად ვქმნით სწორ ბრიფს და ღონისძიების სტრატეგიას, სადაც ყოველი კრეატიული დეტალი კომპანიის სათქმელს ემსახურება. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა შედეგზე უნდა გავიდეთ ბრენდის ცნობადობის თუ ბაზარზე პოზიციონირების კუთხით. ფოკუსი იცვლებაპროცესიდან’ – ’ბიზნეს შედეგებზე’. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ როგორ ჩაივლის ღონისძიება, არამედ ის, თუ რა კვალს დატოვებს იგი 6 თვის შემდეგ და რა შედეგს მოუტანს კომპანიას.

M: „უზადო შესრულებაამ ფრაზას ხშირად ვისმენთ, თუმცა რეალურად როგორ აღწევთ ამას?

უზადო შესრულება ჩვენი პროფესიული პერფექციონიზმისა და საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულობის ლოგიკური შედეგია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ, პასუხისმგებლობას ვიღებთ საბოლოო შედეგზე. მაღალ დონეზე დამუშავებულ ბრენდ სტრატეგიას ვაერთიანებთ ტექნიკურ სიზუსტესთან, სადაც შეცდომის ადგილი უბრალოდ არ არის. ჩვენს პარტნიორებს ეს აძლევს სიმშვიდეს, მათ იციან, რომ სანამ ისინი თავიანთ ბიზნესზე არიან ფოკუსირებული, Redbow უზრუნველყოფს პლატფორმას, სადაც მათი ბრენდი ყველაზე ხმამაღალ და ეფექტურ სათქმელს იტყვის.

[R]

IT აკადემია STEP-ის მხარდაჭერით თბილისში Unlimited Summit გაიმართა

IT აკადემია STEP-ის მხარდაჭერით თბილისში Women in AI სამიტი ჩატარდა