in

ივენთ კომპანია Redbow-ს ტრანსფორმაცია და პირველი ნაბიჯები საერთაშორისო ბაზარზე

13 წლის წინ, როცა საქართველოში ივენთ მენეჯმენტის მიმართულება ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზე იყო, ლევან მდინარაძემ ივენთ კომპანია Rembow Events ჩამოაყალიბა. 2012 წლიდან დღემდე, კომპანია მუდმივად ვითარდება და ხარისხის სტანდარტის ზრდის დახმარებით, უამრავი ორგანიზაციის ნდობა დაიმსახურა. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ ბრენდი განაახლა. შეიცვალა დასახელებაამიერიდან, Rembow- ნაცვლად, მას Redbow ერქმევასახელის ცვლილება სრული რებრენდინგის ნაწილია, რაც თანამედროვე მინიმალისტურ ვიზუალურ იდენტობასთან ერთად, სტრატეგიულ ხედვასაც მოიცავს. ლოგოს სიმბოლიკაბრენდის ინიციალი, ადამიანის სილუეტი და ბაფთის ერთობლიობაა, რაც ასახავს კომპანიის ძირითად მისიას: ადამიანების გაერთიანებასა და მოვლენების/გარემოს ტრანსფორმაციას.

რებრენდინგი კომპანიის მასშტაბების ზრდას უკავშირდება. ადგილობრივ ბაზარზე განვითარების პარალელურად უკვე წელიწადნახევარია კომპანია ამუშავებს სტრატეგიული განვითარების გეგმას. მრავალი თვის მანძილზე კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, Redbow გლობალურ ბაზარზეც გავიდა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წარმომადგენლობა გახსნა

2012 წლიდან დღემდე, Redbow- მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული ივენთ მენეჯმენტის ინდუსტრიის ჩამოყალიბებაშილოკალური ლიდერისგან გლობალური მოთამაშის სტატუსამდე მიღწეული ისტორია ქართული ბიზნესის საერთაშორისო წარმატების ახალი მაგალითია. მარკეტერთან ინტერვიუში ლევან მდინარაძე Redbow- სიახლეებზე გვესაუბრა.

M: რატომ გადაწყვიტეთ ბრენდის სახელის Rembow-დან Redbow-ით შეცვლა და რას გამოხატავს ახალი ვიზუალური იდენტობა კომპანიის სტრატეგიასთან მიმართებაში?

ამ ეტაპზე, მივიღეთ გადაწყვეტილება ძირეულად შეგვეცვალა ბრენდის ფილოსოფია. გუნდმა შეიმუშავა ახალი სტრატეგიული პლატფორმა, რომელიც განახლებულ მისიასა და ხედვას აერთიანებს. ასევე, მოხდა ღირებულებების გადახედვა ბიზნესის ახალი მიმართულებებისა და ამოცანების შესაბამისად. სახელის ცვლილების საჭიროებაც სწორედ ამ პროცესში გაჩნდა. კომპანიამ განაახლა როგორც სახელი, ასევე ლოგო და სრული ვიზუალური იდენტობა. ეს იქნება სრულიად ახალი საფეხური კომპანიის განვითარების გზაზე.

M: რატომ აირჩიეთ დუბაი პირველ საერთაშორისო ლოკაციად და რა სტრატეგიული უპირატესობები გაქვთ ამ ბაზარზე?

ბიზნესისა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით და სიღრმისეული კვლევის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ Redbow- პირველი წარმომადგენლობა დუბაიში გაგვეხსნა. ეს არის ქალაქი, რომელიც ბიზნესისა და ინოვაციების საერთაშორისო ცენტრად არის ცნობილი. დუბაი არის თანამედროვე მეგაპოლისი, სადაც თავმოყრილია მრავალი საქმიანი შესაძლებლობა.

ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი გუნდის, მრავალწლიანი გამოცდილებისა და ულევი მოტივაციის გაერთიანებით, ბევრად მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას შევძლებთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო და საამაყო ამბავი იქნება. დუბაის ბაზარზე შესვლა Redbow-თვის ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს, გამოწვევებსა და ზრდის პოტენციალს. მრავალწლიანი გამოცდილება და ძლიერი გუნდი კომპანიას საშუალებას აძლევს, თავი წარმატებით წარმოაჩინოს გლობალურ ასპარეზზე.

M: ახალი ოფისის გახსნა – რა ცვლილებები მოიტანა ამ ეტაპმა კომპანიის განვითარებაში და როგორ აისახება ეს ქართულ ბაზარზე?

კომპანია ვითარდება, იზრდება და არსებული ოფისი ვეღარ პასუხობდა ჩვენს სტანდარტებს. გაჩნდა საჭიროება, გვქონოდა უფრო დიდი და თანამედროვედ აღჭურვილი ოფისი, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ჩვენს ახალ კორპორაციულ სტრუქტურასთან და ბიზნეს პროცესების უფრო მეტად პროდუქტიულად და ეფექტურად წარმართვაში დაგვეხმარებოდა.

M: რა განსხვავებაა ქართულ და არაბულ ბაზრებზე ივენთების ორგანიზების კუთხით და როგორ შეძელით თქვენი მომსახურების ადაპტირება ამ განსხვავებებთან?

საქართველოსა და ემირატების ბაზრები ერთმანეთისგან საფუძვლიანად განსხვავდება. არსებობს კულტურული ნიუანსები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია და გუნდისგან მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭიროებს, არსებული გამოწვევების გადასალახად. ჯერ კიდევ, ბაზრის შესწავლის პროცესში ვართ და ყოველდღიურად ჩნდება ახალი მოცემულობები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს წამოწყებას.

M: როგორ აღნიშნეთ, გსურთ იყოთ არა მხოლოდ ღონისძიებების ორგანიზატორი, არამედ კომპანიების საიმედო პარტნიორი. როგორ შეცვალა ამ მიდგომამ თქვენი მომსახურების სპექტრი და ურთიერთობა კლიენტებთან?

ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება უამრავი დეტალის თავმოყრასთან და მოვლენების სინქრონიზაციასთან არის დაკავშირებული. ეს მოითხოვს სერიოზულ ძალისხმევას, შესაბამის უნარჩვევებსა და პროფესიონალიზმს. ღონისძიების ორგანიზატორის მთავარი დავალებაა გახდეს კომპანიის ერთგვარი გაგრძელება, მისი პარტნიორი. გაითავისოს კომპანიის ბრენდი და მისი შინაარსი. გვჯერა, რომ სანდო და საიმედო პარტნიორობა არის ამ თანამშრომლობის ძირითადი ღერძი, რაც ჩვენი გუნდის მთავარი სიძლიერეა.

M: თქვენი შეფასებით, 2012 წლიდან დღემდე, რა წვლილი შეიტანა Redbow- საქართველოში ივენთ მენეჯმენტის ინდუსტრიის განვითარებაში?

იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი კომპანია დაარსდა, ღონისძიებების ორგანიზება კომპანიების მხრიდან უმეტესწილად საკუთარი ძალებით ხდებოდა. ამასთან, დაბალი იყო ნდობა ივენთ მენეჯმენტის კომპანიების მიმართ. ჩვენ უამრავი წინააღმდეგობის გადალახვა და მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაღება მოგვიხდა იმისათვის, რომ ბაზარზე ეს მოცემულობა შეცვლილიყო. ყოველთვის ვცდილობდით კომპანიებისთვის დაგვენახებინა პროფესიონალების ჩართულობის მნიშვნელობა ღონისძიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში, თუ რამდენი პრობლემის, გაუთვალისწინებელი საკითხის და უხერხულობის თავიდან არიდება იყო შესაძლებელი ჩვენთან თანამშრომლობით. უამრავი კომპანია გაიზარდა და განვითარდა ჩვენთან თანამშრომლობაში და მათთან წლების პარტნიორობა გვაკავშირებს. ჩვენ წარმატებით შევძელით ციფრული პროდუქტების ინტეგრაცია ღონისძიების პროცესში. საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობამ უამრავი რამ გვასწავლა, გავიგეთ საუკეთესო გლობალური პრაქტიკების შესახებ და წარმატებით დავნერგეთ ადგილობრივ ბაზარზე.

M: რა იქნება სამომავლო ტრენდები, რომლებსაც კომპანია უპასუხებს?

სამომავლო ტრენდები, რომლებზეც Redbow გააკეთებს აქცენტს, მოიცავს: ჰიბრიდულ ღონისძიებებს (ფიზიკური და ვირტუალური ფორმატების შერწყმა), ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის გამოყენებას, იმერსიულ და ინტერაქციულ გამოცდილებებს (VR, AR, gamification), მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს და ეკომეგობრულ მიდგომებს. კომპანია მუდმივად აკვირდება არსებულ ტენდენციებს, რათა უზრუნველყოს ინოვაციური და ეფექტური ღონისძიებები, რომლებიც პასუხობს პარტნიორებისა და მონაწილეების მზარდ მოლოდინებს. ჩვენი გუნდის სიძლიერე სწორედ მოქნილობა და სწრაფი ადაპტირების უნარია, შესაბამისად, მზად ვართ ნებისმიერ გამოწვევას თამამად გავუმკლავდეთ.

[R]

მურალი ღვინის ეტიკეტზე — Bodega Norton-ის საიუბილეო შეფუთვა

26 მაისის რეტროსპექტივა – საქართველოს ბანკის მრავალწლიანი ტრადიცია