in

“4 სეზონის კურორტი, ბევრი ტურისტი და შესაბამისად, მეტი შემოსავალი ქვეყნისთვის!” – RedCo-ს ქალაქი გუდაურში

გუდაური, როგორც ზამთრის კურორტი დიდი ხანია ღირსეულ კონკურენციას უწევს ალპებს, თუმცა ინფრასტრუქტურის განვითარება და დახვეწა ჯერ კიდევ სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს. დაახლოებით 5 წლის წინ, “გონდოლებთან”, იქ, საიდანაც მოთხილამურეები საბაგიროთი ადიან მთაზე, ცარიელი ადგილი იყო, რომელიც საერთაშორისო ბრენდმა RedCo შეიძინა და პატარა ქალაქი გააშენა. დღეს ამ ტერიტორიაზე, რომელსაც ახალ გუდაურად მოიხსენიებენ, არის სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსიც, რესტორნებიც, მაღაზიებიც, სპაც და გასართობი საშუალებებიც. კომპანიის წარმომადგენლების ხედვით, ეს კომპლექსი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტურიზმის განვითარებაში, ამ რეგიონში, ასევე გუდაურს 4 სეზონის კურორტად აქცევს. რედკოს ქალაქის მშენებლობა 2020 წლისთვის დასრულდება და საერთო ჯამში, 50 ჰა-ს მოიცავს. რა ელით დამსვენებლებს რედკოს ქალაქში და რა პერსპექტივას გვპირდება პროექტი, RedCo-ს მარკეტინგის მენეჯერმა, მაია ბიჭიკაშვილმა, დაწვრილებით გვიამბო.

BOG
BOG

M: რა პერსპექტივა დაინახა გუდაურის განვითარებაში RedCo-მ, რის გამოც აქ კომპლექსის მშენებლობა გადაწყვიტა?

არ არის სიახლე თუ ვიტყვით, რომ მთელ მსოფლიოში საერთასორისო ტურისტული ბაზარი ყვავის და საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი იზრდება ყოველწლიურად. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ზრდის ტენდენცია კიდევ წლების განმავლობაში შენარჩუნდება.

საქარველოში ყველა ბუნებრივი პირობა გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ერთ-ერთი მიმზიდველ მიმართულებად ტურისტებისთვის. განსაკუთრებით, ამ მხრივ, მთის კურორტებს სჭირდებათ ყურადღება და რედკომ სწორედ აქ დაინახა ის ნიშა, რომელიც აუთვისებელი იყო – გუდაური ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და პოპულარული კურორტია, მას ძალიან სტრატეგიული მდებარეობა აქვს, ახლოს არის თბილისთან, ყაზბეგთან, ზამთარში სამთო-სათხილამურო კურორტია, ზაფხულში კი ბევრ ტურისტს ულამაზესი ლანდშაფტითა და საოცარი ხედებით იზიდავს. მოკლედ, გუდაურს ყველაფერი აქვს, რომ წარმატებულ კურორტად ჩამოყალიბდეს და სწორედ ამ ხედვით აიღო რედკომ თავის თავზე გუდაურის განვითარებსი ეს, ვიტყოდი, რომ მართლაც ისტორიული მისიაა.

M: ასევე, რა როლი აქვს ამ კომპლექსს ტურიზმის განვითარებაში?

გამართული ინფრასტრუქტურის, სასტუმროების, კაფე-ბარებისა და რესტორნების, მაღაზიების, გასართობი და გამაჯანსაღებელი ობიექტებისა და კულტურული პროგრამების გარეშე თანამედროვე კურორტი ვერ გახდება წარმატებული. რედკო აშენებს ქალაქს, სადაც ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს. აქ ტურისტები თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ, ყველაფერი კლიენტზე ორიენტირებული და მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით უნდა იყოს შექმნილი და მორგებული მათ საჭიროებებზე.

ჩვენი გუნდის როლი სწორედ ასეთი გარემოს და მომსაურების შექმნასა და დახვეწაში მდგომარეობს. ბევრ სირთულეებთან ერთად, გვჯერა, რომ მივაღწევთ სასურველ დონეს თანმიმდევრული და სისტემური მიდგომით.

M: ამჟამად, რას მოიცავს RedCo-ს დასახლება?

რედკოს ქალაქში ამჟამად უკვე აშენებულია 5 აპარტ-ოტელის ტიპის საცხოვრებელი ბლოკი. აქ განთავსებულია როგორც კერძო მფლობელობაში მყოფი აპარტამენტები, ასევე რედკოს მართვის ჯგუფში მყოფი სასტუმრო კომპლექსი “New Gudauri Resort Residences & Spa”. ხუთივე ბლოკი გონდოლასთან უშუალო სიახლოვეს არის განლაგებული, რაც მოთხილამურეებისთვის განსაკუთრებულ კომფორტს ქმნის.

რედკო არა მხოლოდ აშენებს, არამედ მართავს აშენებულ უძრავ ქონებას, უზრუნველყოფს დასახლების 24 საათიან დაცვას, დასუფთავება-დალაგებასა და კეთილმოწყობას.

M: როგორია კომპლექსის ინფრასტრუქტურა?

რედკოს კომპლექსის ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად იხვეწება და უმჯობესდება. დღეისათვის აშენებულ დასახლებაში, გარდა საცხოვრებელი და სასტუმრო მომსახურებისა, ფუნქციონირებს არაერთი კაფე-რესტორანი – განსაკუთრებით აღსანიშნავია რესტორანი “საფერავი” – ქართული სამზარეულოს მენიუთი და ასევე წელს გახსნილი რესტორანი “მითლოუფ” (MeatLoaf) – რომელიც პირდაპირ გონდოლას მოედანზე მდებარეობს და ქართულ პროდუქტზე დამზადებული ევროპული სამზარეოს მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევა.

რედკო ასევე ოპერირებს სპა კომპლექსით, რომელიც უკვე 2 წელის სტუმრებს სთავაზობს დახურულ საცურაო აუზს, ჯაკუზის, საუნას, სავარჯიშო დარბაზს, მასაჟის ოთახს, სადაც რელაქსაციისთვის საჭირო აურაა.

გარდა ამისა, ძალიან მალე, მეორე სპა კომპლექსი დაიწყებს ფუნქციონირებას სადაც ღია აუზიც არის გათვალისწინებული, ეს იმას ნიშნავს რომ ზაფხულშიც დასვენებისთვის რედკოს ქალაქი იდეალური იქნება.

Suite-ის შენობაშივეა განთავსებული მოდური მაღაზია “ბისფლენდიდ” მსოფლიოში ცნობილი გერმანული ბრენდის BOGNER-ის 2017 წლის ზამთრის სპორტული კოლექციით.  დიდი ბრენდების გარეშე მსოფლიო რუკაზე წარმატებული კურორტის სახელი ვერ გექნება. დიდ სახელებს რაც შეეხება 2019-2020 წლის სეზონზე ახალ გუდაურში პირველი ხუთვარვსკავიანი სასტუმრო Radison Blu გაიხსნება.

M: გარდა სამთო სპორტისა, რა გასართობი საშუალებებია დამსვენებლებისთვის?

როგორც ავღნიშნე, ახალ გუდაურში კაფე-რესტორნები მუშაობს, სადაც დღისით და ასევე საღამოს სრიალის შემდეგაც შესაძლებელია გართობა და დროის მხიარულად გატარება. რესტორნებში “საფერავი” და “მითლოუფ”-ში რეგულარულად იმართება ცოცხალი მუსიკის საღამოები.

პირველი სამორინე გუდაურში GUDAURI CASINO სწორედ რედკოს სასტუმრო “New Gudauri Suites”-ში 1 იანვარს ამოქმედდა. ეს დამატებითი სტიმულია სამთო კურორტზე ტურისტების გართობისთვის.

რედკოს ორგანიზებით წელს შობის ღამეს, 6 იანვარს პირველად გაიმართა მაშტაბური კონცრტი, სადაც ღია ცის ქვეშ ნინო ქათამაძემ და ჯგუფმ ინსაითმა, კახაბერმა და ხანუმებმა დაუვიწყარი საღამო აჩუქეს ახალ გუდაურში ამოსულ სტუმრებს. იყო ულამაზესი ფოიერვერკი და მიუხედავად -10 გრადუსი სიცივისა, რედკოს მოედანზე იმ ღამეს ძალიან ცხელოდა.

M: ვინ არის თქვენი სამიზნე სეგმენტი და როგორ ტაქტიკას იყენებთ მიზნობრივი აუდიტორიის მოსაზიდად?

რედკოს საქმიანობა ორ ნაწილად იყოფა – ერთი მიმართულებაა უძრავი ქონების შექმნა და გაყიდვა მათთვის, ვისაც სურს ჰქონდეს ბინა გუდაურში, დაისვენოს წლის ნებისმიერ დროს ან გააქირავოს და მიიღოს შემოსავალი. და მეორე მიმართულებაა რათქმაუნდა ტურიზმი და მომსაურების სფერო რომელიც უნდა დაიხვეწოს და განვითარდეს. უძრავი ქონება ტურისტულ ზონაში ძალიან კარგი ინვესტიციაა და რედკო აძლევს საშუალებას ქართველებს და უცხოელებს გამოიყენონ ფულის დაბანდების ეს შანსი.

რედკოს კომერციულ უძრავი ქონების მიმართ დიდი ინტერესი აქვთ პირველ რიგში ქართველებს, ვინც ხედავს ახალ გუდაურში ტურისტული ბიზნესის პერსპექტივას. მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ურკაინა და რუსეთი აქტიურობენ, გუდაურში ერთხელ ჩამოსულ სტუმარს უმალვე უჩნდება აქ აპარტამენტის ყიდვის სურვილი, მითუმეტეს, რომ რედკო მათი აპარტამენეტების მართვის სერვისს სთავაზობს. ძალიან გააქტიურდნენ ევროპელები და ასევე გაერთიანებული არაბული ემირატებიდან ჩამოსული ტურისტები. რედკოს გაყიდვების ოფისი ახალ გუდაურში სრული დატვირთვით მუშაობს.

ჩვენ შარშან გავხსენით ოფისი კიევში, სადაც ვაწარმოებთ სარეკლამო კამპანიას. ასევე, ვაპირებთ გამოვიყენოთ ინტერნეტ მარკეტინგი და სხვადასხვა მიზნობრივ ბაზრებზე სწორად გამოვიყენოთ ახალი მედიის საშუალებები.

M: RedCo მხოლოდ ზამთრის სეზონზე იქნება ორიენტირებული? რა იგეგმება 4-ვე სეზონის მომსახურების განსავითარებლად?

ტურიზმის ინდუსტრია ისე ვითარდება, რომ მსოფლიოში ყველა ცნობილი ზამთრის კურორტი ზაფხულშიც არანაკლებ დატვირთულია. იქ სადაც ინფრასტრუქტურა განვითარებულია და ბუნებრივი პირობები ხელს უწყობს ტურიზმი ოთხ სეზონზე არის გათვლილი. რედკოს სტრატეგია სწორედ ამას ითვალისწინებს, ღია აუზები, კაფე-ბარები და საზაფხულო აქტივობები ჩვენი განვითარების გეგმის ერთ-ერთი მნიშნველოვანი ნაწილია. ზამთარში სამთო სათხილამურო სპორტი, ზაფხულში მთასვლელობა, პარაპლანები, ცხენით ჯირითი, ჯომარდობა, ან უბრალოდ მშვიდი დასვენება და ბუნებით ტკობობა – ახალ გუდაურში ჩამოსულთათვის ეს უკვე რეალობაა.

M: როდის იგეგმება მშენებლობის დასრულება/ინფრასტრუქტურის სრულად მოწყობა და რა მასშტაბებზეა საუბარი?

განვითარების გეგმის მიხედვით ახალ გუდაურში 50 ჰექტარზე სულ 26-მდე ობიექტი უნდა აშენდეს, მათ შორის აპარტოტელები, 3-4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, მუსიკალური და სპორტული გართობის ობიექტები, ყველაფერი რაც სრულყოფილი დასვენებისთვის იქნება გათვლილი. ჯამში 10 000 საწოლი უნდა უზრუნველვყოთ მხოლოდ ახალ გუდაურში, ეს ყველაფერი მომდევნო 5-7 წლის განმავლობაში უნდა აშენდეს.

აქედან უკვე 5 შენობა აშენებული გვაქვს 2012-2017 წლების განმავლობაში ჯამში 45 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით და 5 შენობის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს.

2018 წელს ვიწყებთ კიდევ 8 ობიექტის აშენებას. მოკლედ რომ ვთქვათ, არ ვჩერდებით, ახალ გუდაურში ქართული შვეიცარია უნდა ავაშენოთ.

M: როგორ ვარაუდობთ, როგორ აისახება პროექტის ბენეფიტი ქვეყნის ეკონომიკაზე?

განვითარებული გუდაური ნიშნავს 4 სეზონის კურორტს, ბევრ ტურისტს და შესაბამისად მეტ შემოსავალს ქვეყნისთვის, აიწევს მომსახურების სტანდარტები, ადგილობრივ მოსახლეობას დასაქმების მეტი შანსი ექნება და ზოგადად ქვეყნის იმიჯზე ძალიან დადებითად იმოქმედებს.

[R]

როგორ მუშაობს ადამიანის ტვინი? – Acadomia-ს ორიგინალური ვიდეორგოლი

Evolution Gaming – საერთაშორისო კომპანია, რომელიც სამორინეებს Live გადაწყვეტილებებს და სხვა პროდუქტებს სთავაზობს