Reddit-მა უოლ სტრიტის “დამარცხება” სუპერთასის რეკლამაში, სულ რაღაც 5 წამიანი მოულოდნელი ჩართვით აღნიშნა. შესაძლოა, ბევრ მაყურებელს ის უბრალოდ გამორჩა და არც კი მიუქცევია ყურადღება – “თუ ამას კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სანაძლეო მოგებულია. ერთი რამ, რაც გასულ კვირას ჩვენი ერთობისგან ვისწავლეთ, ეს არის ფაქტი, რომ “დამარცხებულებს” ყველაფრის მიღწევა შეუძლიათ, როდესაც საერთო ტერიტორიებზე ვერთიანდებით”.
განცხადება ასევე, გვეუბნება, რომ ადამიანებისთვის, რომლებიც გულწრფელი მიზნის გარშემო ერთიანდებიან და ნამდვილად აინტერესებთ ის, ერთი ადგილი არსებობს, სახელად Reddit. როგორც კომპანია აცხადებს, მან მთელი მარკეტინგული ბიუჯეტი 5 წამიან საუკეთესო საეთერო დროში დახარჯა. “მე ნამდვილად ვამაყობ იმით, რისი მიღწევაც მხოლოდ ხუთი წამის განმავლობაში შევძელით და ვფიქრობ, რომ ის ლამაზად იპყრობს მაყურებელთა გულებს თავისი უნიკალური და ბრწყინვალედ აბსურდული ტონით” – ამბობს Reddit-ის მარკეტინგის მთავარი ხელმძღვანელი, როქსი იანგი.