in

Reddit-მა განყოფილება r/Russia “კარანტინში მოათავსა”, მიზეზი დეზინფორმაციაა

მათ ამ დროისთვის 265 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავთ

სოციალურმა ქსელმა Reddit-მა ქვეგანყოფილებები r/Russia და r/RussiaPolitics კარანტინში მოათავსა. მიზეზი უკრაინაში დაწყებული ომის ირგვლივ გავრცელებული დეზინფორმაციაა.

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე უამრავმა ადამიანმა თუ პლატფორმამ დაგმო, ამის ფონზე კი r/Russia რუსეთის პოზიციებს ამართლებდა. ეს მოიცავდა ბრალდებებს, რომ უკრაინელები ავრცელებდნენ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას, რომ უკრაინელი ჯარისკაცები ნაცისტები არიან და ზიანს აყენებენ ხალხს. ვლადიმერ ზელენსკის კი ომის დამნაშავედ მიიჩნევდნენ და მის გასამართლებას ითხოვდნენ. 

რადგან ისინი რეალურ ინფორმაციასაც აჟღერებდნენ ხოლმე, რედიტმა კარანტინის სივრცეში გადაიყვანა, ისევე როგორც ადრე დონალდ ტრამპი გასულ წელს. მათ ვეღარ შეხვდებით ძიების დროს, რეკომენდაციებსა თუ სხვა არხებში. ხოლო ვინც კარანტინის სივრცეში გადასვლას მოინდომებს, არსებულ კონტენტთან დაკავშირებით გაფრთხილებას მიიღებს. შეტყობინებაში ვკითხულობთ, რომ r/Russia შეიცავს ინფორმაციას, რომელსაც სანდო წყაროები არ ჰყავს. კარანტინში მოთავსებით მათი მთავარი სურათიც წაიშალა, რომელზეც რუსეთის დროშა მოსკოვის წმ.ბასილის ტაძრის სურათთან ერთად იყო გამოსახული. მათ ამ დროისთვის 265 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავთ…

ჩვენ Reddit-ის უსაფრთოების პოლიტიკას ყველა მოდერატორს შევახსენებთ, ჩავატარებთ მუდმივ მონიტორინგს და საჭიროებისამებრ გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს – აცხადებენ Reddit-ის წარმომადგენლები.

როგორ ვისაუბროთ სადავო საკითხებზე მშვიდად და ნაყოფიერად?

NASA-ს როვერმა მარსზე ყვავილის მსგავსი წარმონაქმნი დააფიქსირა