in

Reddit-მა ვიზუალური იდენტობა განაახლა

Reddit-ის მომხმარებლებისთვის პერსონაჟად ქცეული მეგობრული უცხოპლანეტელი, სახელად Snoo, საკმაოდ პოპულარულია. უკვე დიდი ხანია, ე. წ. ანტენიანი თავი პლატფორმის განუყრელ ნაწილად იქცა — 2005 წლის შემდეგ კი პირველად გადაწყვიტეს ვიზუალური იდენტობის შეცვლა. თანაც რედიზაინამდე მის ბიბლიოთეკაში 100-ზე მეტი ფერი და Snoo-ს ათასობით ვერსია იყო მიმოქცევაში.

BOG
BOG

დიზაინ სტუდია Pentagram-მა კი მასშტაბურ განახლებაზე იზრუნა. ძირითად კონცეფციად რედიტის, როგორც „ინტერნეტის გულის“ იდეა აიღეს — ფიქრობენ, რომ ეს სრულიად ადეკვატური აღწერაა, ვინაიდან პლატფორმა საზოგადოების თითქმის ყველა აზრს, ინტერესს თუ ნიშას ითვალისწინებს.

ამასთან, სტრატეგიის გათვალისწინებით, იდენტობა ეყრდნობა ოთხ მახასიათებელს: „არსებითად ეკლექტიკური“, „დადებითად განსხვავებული“, „საოცრად აბსურდული“ და „ნამდვილად გულწრფელი“. ყველაზე შესამჩნევი ევოლუცია არის თავად Snoo, რომელიც 3D პერსონაჟად იქცა.

განახლების ფარგლებში შეიმუშავეს ახალი „სიტყვანიშანიც“, რომელიც ახალ Reddit Display შრიფტზეა მორგებული. 

„ბალანსისა” და Vendoo-ს ინტეგრაცია – რა უპირატესობები აქვს ამ პროცესს კომპანიებისთვის

საჩუქრებით შექმნილი ბედნიერების ჯაჭვი — „ემოთის” კამპანიის შეჯამება