in

Reddit-მა აუდიო ჩათის ოთახები შექმნა!

ის ხელმისაწვდომია როგორც iOS, ისე ანდროიდ მომხმარებლებისთვის

veon
veon

Reddit ერთ-ერთი ბოლო სოციალური მედიის სერვისია, რომელმაც აუდიო საუბრების ფუნქცია შეითავსა. კომპანია მალე ჩაუშვებს Reddit Talk-ის საცდელ ვერსიას, რომელიც, სავარაუდოდ, “Q & As, AMAs (Ask Me Anything sessions)” პრინციპზე იქნება დაფუძნებული – ის მოიცავს ლექციებს, სპორტულ დისკუსიებს, საზოგადოების უკუკავშირის სესიებს ან, უბრალოდ სახალისო საუბრებს. 

როგორც ცნობილია, დისკუსიის დაწყება პლატფორმის მოდერატორებს შეეძლებათ, თუმცა თანაწამყვანის პრინციპით ნებისმიერი სხვა სპიკერის მოწვევაა შესაძლებელი. თანაც, Reddit Talk-ის გამოყენება შეეძლება ყველას, “განურჩევლად iOS და Android მომხმარებლებისა”… 

ალბათ, უკვე შეხსენებაც კი ზედმეტია, რომ აუდიო ჩათების პოპულარიზაციაში ძირითადი და უმთავრესი წვლილი ქლაბჰაუსს მიუძღვის… თუმცა სხვა კომპანიებმა რიგი ახალი მახასიათებლები შეიმუშავეს, რომლებსაც უფრო პროგრესულად მიიჩნევენ. მაგალითად, თუკი ქლაბჰაუსის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აპლიკაციაში ბულინგის, რასიზმის, შევიწროებისა და ანტისემიტიზმის შემთხვევები დაფიქსირდა, Reddit-ის თქმით, მათი ახალი გამოცდილება სრულად ზომიერი და დაცული იქნება ამ ყველაფრისგან. 

რაც შეეხება სხვა ძირითად ფუნქციებს, მსმენელებს შეეძლებათ, ურთიერთქმედებისთვის ე. წ. ემოჯი გამოიყენონ და რაიმეს დამატების სურვილის შემთხვევაში ვირტუალურად აიწიონ ხელი (თუმცა ეს ფუნქციები კარგად გამოცდილი ძველია…). 

ამასთან ერთად, ეკრანულ კადრებზე დაყრდნობით, Reddit Talk უფრო ფერადოვანი გადაწყვეტით ხასიათდება. თავის მხრივ, ამას ისიც განაპირობებს, რომ ქლაბჰაუსისგან განსხვავებით, აქ მომხმარებლებს ავატარებისა და ფსევდონიმების გამოყენება შეეძლებათ – კი, ნამდვილად უფრო მეტი თავისუფლებაა…

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი – “ფარმადეპო” გაიხსნა

განაცხადი მოდის ინდუსტრიაში! – ვაჯამებთ ZOOMMER-ისა და ქართველი დიზაინერების კოლაბორაციის შედეგებს