in

ადამიანური კავშირების ხელახლა აღმოჩენა ციფრულ სამყაროში — Amica-ს კამპანია

Amica Insurance-მა, რომელიც ცნობილია თავისი ავტომობილების, სიცოცხლისა და სახლის დაზღვევის სერვისებით, გამოაქვეყნა დამაჯერებელი კრეატიული კამპანია, რომელიც მომხმარებლებს ნამდვილი ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობაზე მიუთითებს. თანაც ასეთ სულ უფრო ავტომატიზებულ და ციფრულ ეპოქაში.

BOG

სამივე ვიდეორგოლის მიზანი პიროვნების ფუნდამენტურ ღირებულებებზე ფოკუსირებაა, ნაცვლად მუდმივად ეკრანებთან ურთიერთქმედებისა.

„ჩვენი ბრენდის სერვისიდან გამომდინარე, ხშირად ცხოვრების ისეთ საკვანძო მომენტებში ვურთიერთობთ მომხმარებლებთან, როცა მათთვის რაღაც ფუნდამენტურად იცვლება; ანდაც საქმე ცუდად წაუვიდათ და დახმარება სჭირდებათ. ამიტომაც, სადაზღვევო კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანური ურთიერთობები ესმოდეს. ეს კამპანიაც მოგიწოდებთ, უფრო ემპათიურები და მიმღებლები იყოთ ერთმანეთის მიმართ“, — აღნიშნავს ტორი პაჩისი, Amica Insurance-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი.

აი, როგორ მუშაობს ქასთინგის მენეჯერი

Product Hunt-ის კონკურსის Runner-up რჩეულებს შორის ქართული სტარტაპი STORI AI მოხვდა!