17
Jul
2015

“IKEA” -ს “მაიმუნური დღე”

17 Jul 2015

Elit Electronics
Elit Electronics


შვედური ავეჯის მწარმოებელ გიგანტ კომპანია იკეას სარეკლამო კამპანიებისთვის მუდამ რაღაც საინტერესო აქვს შემონახული და ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ კომპანიად ითვლება. მათი მორიგი სარეკლამო რგოლი  “Mother London”-მა გადაიღო და იკეას კოლექციას კიდევ ერთი უჩვეულო ვიდეო შემატა.

“Rediscover the Joy of the Kitchen” ასე ჰქვია რეკლამას, რომელიც კამპანია “The Wonderful Everyday”-ს ნაწილი გახდა. სარეკლამო რგოლის ავტორებმა მაყურებელი ჯუნგლებში გადაიყვანეს, სადაც მაიმუნების სამზარეულო აღმოაჩინეს. კრეატორები მაიმუნების მაგალითზე გვარწმუნებენ, რომ იკეას სამზარეულო ყველას აღფრთოვანებაში მოიყვანს და სამზარეულოს ახლიდან აღმოჩენის შესაძლებლობას მისცემს.

განხილვა