20
Sep
2013

რედიქსი Hilton-ის კონცეფციას განავითარებს

20 Sep 2013

ევრობანკი საქართველოში „ჰილტონის“ მშენებლობას დააფინანსებს. სასტუმროს კონცეფციას „რედიქსის“ ჯგუფი განავითარებს . საშუალო კლასის ახალი სასტუმრო Hilton Garden Inn-ი ჭავჭავაძის 64 ში აშენდება. მარკეტერი კომპანია “რედიქსის” პიარ მენეჯერს, მზია შარაშიძეს ესაუბრა.

მზია შარაშიძეროგორც ცნობილია ევრობანკი საქართველოში “ჰილტონის” სასტუმროს დააფინანსებს, განცხადებაში ნათქვამია რომ “რედიქსი” განავითარებს სასტუმროს კონფეციას. რა გულისხმება კონცეფციის განვითარებაში?

„რედიქსი“ უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა, რომლის საქმიანობაც განსხვავებული ფუნქციური დანიშნულების ობიექტების მართვასა და განვითარებას მოიცავს. „რედიქსი“ აქტიურადაა ჩართული პროექტების მიმდინარეობის თითოეულ ეტაპზე: პროექტირებისა და დაგეგმვის სტადიიდან – მშენებლობის დასრულებამდე. ამასთან, კომპანია ზრუნავს კონკრეტული ობიექტების სტრატეგიის შემუშავებასა და სამომავლო განვითარებაზე. პროექტების იმპლემენტაცია საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ მოქმედი წამყვანი კომპანიების დახმარებით ხორციელდება.

ვინ ასრულებს მშენებლობას რედიქსი?

მშენებლობას განახორციელებენ წამყვანი სამშენებლო კომპანიები, რომლებსაც „რედიქსი“ შეარჩევს კონკრეტულად ამ პროექტისათვის.

თუ არსებობს უკვე პროექტის მაკეტი თუ როგორი იქნება სასტუმრო? 

მე შემიძლია გაჩვენოთ დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებულ რენდერები.

hilton

ცნობილია რომ ბათუმში 2014 წლის ზაფხულში უკვე იქნება ჰილტონის სასტუმრო, რა კავშირი აქვს მას თქვენთან ? 

ამ ორ პროექტს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ორივე პროექტს სხვადასხვა ინვესტორი ჰყავს, საერთო მხოლოდ ისაა, რომ ორივე სასტუმროს Hilton Worldwide მართავს. ჩვენი სასტუმრო Hilton Worldwide-ის ერთ-ერთი ბრენდი – Hilton Garden Inn-ია. Hilton Garden Inn-ი ამ ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება საქართველოსა და, ზოგადად, რეგიონში. ბათუმის პროექტი Hilton Worldwide-ის სხვა, განსხვავებული ბრენდია.

მას შემდეგ რაც სასტუმრო აშენდება, ვინ იქნება მის მენეჯმენტში? რედიქსი აიღებს საკუთარ თავზე სასტუმროს მართვას თუ ჰილტონი ან რომელიმე სხვა ორგანიზაცია?

სასტუმროს მენეჯმენტს განახორციელებს „ჰილტონი“.

განხილვა