18
Mar
2019

კანადის კინოფესტივალზე ორი ქართველი მსახიობი დააჯილდოვეს

18 Mar 2019

კანადაში Redline International Film Festival-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ცნობილი გახდა, რომ ამ ფესტივალზე გიორგი თავართქილაძის ფილმ „ცუდი ხალხის“ მსახიობებმა ორი ჯილდო მოიპოვეს. საუკეთესო მსახიობის პრიზი ვახო ჩაჩანიძემ მოიპოვა, ხოლო საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლად ჯანო იზორია დასახელდა.

„ცუდი ხალხი“ საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. მოკლემეტრაჟიანი ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმის რეჟისორი გიორგი თავართქილაძეა, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა. 

Redline International Film Festival კანადაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალია, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე, სხვადასხვა ნომინაციაში ტარდება.

განხილვა