in

REDMED COVID-19-ის მართვის ონლაინ პროგრამას იწყებს

Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის დროს არაფერია ისე საჭირო, როგორც კომპეტენტურ მედპერსონალთან სწრაფი და მუდმივი კომუნიკაცია. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც ვირუსი პაციენტებისთვისაც იგივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორიც ის ექიმებისთვისაა, საკმაოდ დიდ და ეფექტურ როლს თამაშობს ონლაინ კომუნიკაცია. შესაბამისად, ამ გზით კონსულტაცია მარტივთან ერთად, უსაფრთხოცაა.

BOG
BOG

REDMED-მა COVID-19-ით ინფიცირებული და დაინტერესებული ადამიანებისთვის COVID-19 მართვის ონლაინ პროგრამა შექმნა. პროგრამის ფარგლებში მომხმარებლებს შეეძლებათ, ვირუსთან დაკავშირებულ კითხვებზე სპეციალურად გადამზადებული ოჯახის ექიმის კონსულტაცია 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს მიიღონ.

დისტანციური მართვის პაკეტი მომხმარებლისთვის ასევე უზრუნველყოფს:

  • ექიმის კვალიფიციურ პასუხს COVID-19 ინფექციასთან დაკავშირებულ კითხვებზე; 
  • სიპტომების პირველად შეფასებასა და მკურნალობის რეჟიმის განსაზღვრას; 
  • ბინაზე ინფექციის მართვასა და მკურნალობას;
  • პაციენტის განათლებას თვითიზოლაციისა და ოჯახის წევრების დაცვის შესახებ;

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს პროგრამა შეიქმნა ყველასთვის, ვინც მკურნალობს სახლში, არის თვითიზოლაციაში ან საკარანტინე ზონაში, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა სახელმწიფო ბენეფიტებით.

როდესაც გვგონია ან რეალურად მართლაც ვართ კოვიდპაციენტი, ძალიან ბევრ კითხვაზე გვჭირდება პასუხი და რადგანაც Covid-19 ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის და ყველასთვის ახალია, ადამიანები იმ სიმშვიდეს ვერ ინარჩუნებენ, რომელიც მათ სეზონური ვირუსების დროს აქვთ ხოლმე. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პროგრამით ადამიანს შესაძლებლობა აქვს, კავშირზე იყოს ოჯახის ექიმთან, მაშინ როცა ეს სჭირდება.

REDMED-ის ონლაინ მართვის პროგრამის ფარგლებში კონსულტაცია ვიდეოზარით განხორციელდება. პირველ კონსულტაციაზე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობის შეფასება და დადგენა მოხდება – განისაზღვრება, რამდენად საჭიროა პაციენტის კლინიკაში მკურნალობა. ბინაზე მკურნალობის გაგრძელების შემთხვევაში კი ექიმი განსაზღვრავს, როგორი განრიგით განაგრძოს პაციენტის ჯანმრთელობის მეთვალყურეობა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი კონსულტაციიდან მომდევნო 7 დღის განმავლობაში დამატებითი თანხის გადახდის გარეშეა შესაძლებელი ექიმთან დარეკვა და კითხვის დასმა.

კოვიდპაციენტებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, თუ რამდენად კვალიფიციური ადამიანებისგან ისმენენ კონსულტაციას. COVID-19-ის მართვის პროგრამაში ჩართულ ოჯახის ექიმებს უკვე გავლილი აქვთ გადამზადების სპეციალური კურსი და სრულად ფლობენ COVID-19-ის ინფექციის მართვის ადგილობრივ და საერთაშორისო პროტოკოლებს.

ასევე, REDMED-ის ოჯახის ექიმებს აქვთ გავლილი სპეციალურად მათთვის შემუშავებული ტრენინგი, რომელსაც ოკლაჰომა სითის ფედერალური კლინიკის მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი და ოკლაჰომას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ინფექციონისტი გიორგი კურდღელაშვილი უძღვებოდა.


REDMED-ის ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმები 24 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. მარტივად და სწრაფად  დაჯავშნე ექიმთან ვიდეო კონსულტაცია  და მიიღე ყველა საჭირო კითხვაზე კვალიფიციური ექიმის პასუხი.

[R]

პირველი ნაბიჯები პროფესიულ გზაზე

რესტორნიდან საჭმლის გამოძახება და ტუალეტის ქაღალდი საჩუქრად – 4 რჩევა ბიზნესს პანდემიის დროს