in

საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის REDMED-ი უკვე ხელმისაწვდომია

პირველი ქართული ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმა REDMED ზრუნავს ადამიანების ცხოვრების გამარტივებაზე და ამჯერად იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას, დაეხმაროს საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს, მიიღონ სამედიცინო სერვისები დისტანციურად. რაც მთავარია,  REDMED-ის თერაპევტები და პედიატრები მზად არიან კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ქართველ ემიგრანტებს სრულიად უფასოდ გაუწიონ აუდიო კონსულტაცია.

BOG
BOG

„კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, შეეძლოთ კომპეტენტურ ექიმებთან დაკავშირება და კონსულტაციის დისტანციურად მიღება, სწორედ ამიტომ REDMED-ში გადავწყვიტეთ, მათთვის პლატფორმაზე რეგისტრაციის პროცესი შეგვეცვალა. ამ ეტაპზე  პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ქართული მობილური ნომრის მითითება, თუმცა ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მეთოდი, რომელიც გვერდს უვლის ამ საჭიროებას“, – აცხადებენ REDMED-ში.

ამიტომ თუ შენ ან შენს ახლობელს გიწევთ პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ ყოფნა, სანერვიულო არაფერია, ქართველი ექიმები აუცილებლად დაგეხმარებიან დისტანციურად და გიპასუხებენ ნებისმიერ კითხვაზე.

სერვისებით სარგებლობისათვის უნდა შეავსო სპეციალური კითხვარი და რამდენიმე საათში მითითებულ მეილზე შენი ანგარიშის დეტალებს გამოგიგზავნით. უსაფრთხოების მიზნით, მოცემული პაროლი იქნება ერთჯერადი და პლატფორმაზე შეცვლის შემდგომ ის უნდა შეიცვალოს. ავტორიზაციის გავლის შემდეგ კი შეგიძლია როგორც REDMED-ის აპლიკაციის, ისე ვებგვერდის საშუალებით დაეკონტაქტო საჭირო ექიმს.

REDMED-ის პლატფორმის საშუალებით შეარჩევ სასურველი სპეციალობის ექიმს – გაეცნობი მის რეიტინგსა და შეფასებებს, აირჩევ ექიმთან ზარისთვის მისაღებ დროს და ჩანიშნავ დისტანციურ კონსულტაციას აუდიო ან ვიდეო ზარის სახით.

მნიშვნელოვანია იცოდე, რომ REDMED-ის აუდიო/ვიდეო კონსულტაციის დასრულებიდან 48 საათის განმავლობაში შეგიძლიათ უსასყიდლოდ დაეკონტაქტოთ ექიმს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

REDMED-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია:

 

[R]

სექს-სათამაშო, რომლის გაყიდვებიც 263%-ით გაიზარდა, სახლში დარჩენას გთხოვთ

“ჩემს ცოლს ვეზიზღები, როცა სახლიდან ვმუშაობ” – Banksy აბაზანიდან ნამუშევარს გვიზიარებს