in

REDMED საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებს ქვეყანაში ციფრულად აბრუნებს

19 თებერვლიდან, REDMED საქართველოს ფარგლებს სცდება და ახალი, ინოვაციური პროექტის ფარგლებში გთავაზობთ ვიდეო კონსულტაციის შესაძლებლობას, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ ექიმებთან. პროგრამაში ჩართულნი არიან სხვადასხვა მიმართულების გამოცდილი პროფესიონალები მედიცინის დარგში ისეთი წამყვანი ქვეყნებიდან, როგორიცაა გერმანია და ამერიკა:

„ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის დროს სრული ინფორმირება დიაგნოზისა და პროგნოზის შესახებ ადამიანის უფლებაცაა და საუკეთესო გამოსავლის საწინდარიც. საზღვარგარეთ მეორეული აზრის მოძიების პროცესი შეიძლება, საკმაოდ დამღლელი, დიდ დროსა და ხარჯებთან  დაკავშირებული იყოს. REDMED-თან ერთად კი ამ ყველაფერზე ნერვიულობა აღარ მოგიწევთ – დისტანციურ კონსულტაციას ექიმებთან საზღვარგარეთ მარტივად გაივლით“.

ვიდეო კონსულტაციაზე ჩაწერა სასურველ სპეციალისტთან, როგორც REDMED-ის აპლიკაციით, ისე ვებგვერდითაა შესაძლებელი.

კონსულტაციის დაჯავშნამდე, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თითოეული სპეციალისტის პროფილს გაეცნოთ, მათ შორის, სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებსაც.

REDMED საქართველოში პირველი ციფრული სამედიცინო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს რამდენიმე სერვისს სწრაფად და მარტივად აწვდის.

REDMED-ით შეგიძლია:

Ჩვენ ვზრუნავთ, რომ ნებისმიერმა მომხმარებლმა სასურველი სამედიცინო მომსახურება რაც შეიძლება კომფორტულად და დროულად მიიღოს.

 

[R]

14 თებერვალს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Clubhouse-ში პირველი კრება გაიმართა

ქეთუნა ყრუაშვილი Dezeen Awards 2021-ის ჟიურის წევრი იქნება!