25
Nov
2019

რას ნიშნავს „ექიმი შენთან“, ანუ რას შეცვლის REDMED

25 Nov 2019

ტექნოლოგიური პროდუქტების, კერძოდ, მობილური აპლიკაციებისა თუ ვებგვერდების სახით, სხვადასხვა სფეროში ახალი შესაძლებლობები ჩნდება. რა თქმა უნდა, არც მედიცინაა გამონაკლისი და მით უფრო, არც საქართველო. რამდენიმე დღის წინ, თბილისში, სამედიცინო სერვისების ციფრული ეკოსისტემა – REDMED–ის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც დეტალურად გავიგეთ აპლიკაციის ფუნქციონალის, მუშაობის პრინციპისა თუ მნიშვნელობის შესახებ.

REDMED ციფრული რესურსია, რომლის გამოყენებაც სწრაფი, ეფექტური და თანამედროვე, მომხმარებელზე მორგებული სამედიცინო სერვისების მისაღებად შეგიძლიათ. ბაზარზე არსებული სერვისები ხშირად გვიქმნის ფორმალობასთან დაკავშირებულ დაბრკოლებებსა და უხერხულობებს. სწორედ ამიტომ ან სხვა მიზეზით, უკვე შეგიძლიათ ექიმი სახლში გამოიძახოთ ან სიმპტომები ვიდეოზარის დახმარებით გაუზიაროთ. მოკლედ, რომ ვთქვათ, თქვენ შეძლებთ გქონდეთ ექიმთან უწყვეტი და ხარისხიანი კომუნიკაცია.

REDMED-ის დირექტორი, სოფიო გასიტაშვილი მოგვიყვა, თუ რა მნიშვნელობისაა მსგავსი ტექნოლოგიური პროდუქტის გამოჩენა ქართული სამედიცინო ბაზრისთვის და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის:

 

თუ REDMED მოსახერხებელი და დროის დამზოგველი გადაწყვეტაა პაციენტებისთვის, რა ხდება ექიმების შემთხვევაში? ამ ეტაპზე, REDMED-ის სივრცეში 100-ზე მეტ სპეციალისტს იპოვით და სამომავლოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან აპლიკაცია ექიმებისათვისაც მნიშვნელოვანი მოვლენაა. როგორც ნევროლოგი, თენგო წულაძე გვიყვება, მკურნალობის 60%-ს პაციენტისა და ექიმის კომუნიკაცია შეადგენს. შესაბამისად, თუ ეს მიმართულება უფრო ინტენსიური გახდება, მკურნალობის პროცესი შეიძლება უფრო ეფექტურადაც იქცეს. REDMED არის პლატფორმა, სადაც ექიმებს ახალი პროფესიული შესაძლებლობების მოსინჯვა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის წარმოება შეეძლებათ.

 

ისევ მომხმარებლის, ანუ პოტენციური პაციენტის სარგებელს რომ დავუბრუნდეთ, Connect-ის დამფუძნებლის, დათო რიკიაშვილის აზრით, აპლიკაციის უპირატესობა მის სიმარტივეშია და მომხმარებლის მიზნის, ამ შემთხვევაში, ექიმთან კონსულტაციის მარტივად მიღწევაში გვეხმარება.

 

REDMED უკვე ფუნქციური აპლიკაციაა, მისი გამოყენება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. იმ შემთხვევაში, თუ დროის დეფიციტი თქვენთვისაც აქტუალურია, ხოლო ჯანმრთელობაზე ზრუნვა დიდი ხნით გადადებული სურვილი, უნდა გამოსცადოთ ქართული ეკოსისტემა, შეაფასოთ კონკრეტული სპეციალისტი და ამით შექმნათ სამედიცინო სერვისების მიღებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარების პრეცედენტიც. შესაძლოა, REDMED სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც თანამედროვე ადამიანს ჯანმრთელოზე ზრუნვისათვის სჭირდება, თუმცა ამაზე უფრო თამამად საუბარს მას შემდეგ შევძლებთ, რაც აპლიკაცია პაციენტებიისა და ექიმების დაკავშირების საკმაო გამოცდილებას დააგროვებს.

[R]

განხილვა