რამდენჯერ გადაგიდიათ ექიმთან ვიზიტი იმ მიზეზით, რომ დრო არ გაქვთ? ან უბრალოდ უსაშველო ცოცხალ რიგში დგომა გეზარებათ?.. სულაც რამდენჯერ ესტუმრეთ ექიმს უბრალო მიზეზის გამო, რომელსაც ვიზიტი თურმე საერთოდ არ სჭირდებოდა?!.. ალბათ, ბევრჯერ. ამ რეალობის წინაშე თითქმის ყველა დავმდგარვართ და ალტერნატიულ გზებზეც ხშირად გვიფიქრია, რომელიც აქამდე არა და არ ჩანდა. სწორედ ამ პრობლემებზე დაყრდნობით, პაციენტებისა და ექიმების კომუნიკაციის გასამარტივებლად ცოტა ხნის წინ სამედიცინო პლატფორმა REDMED-ი შეიქმნა.
თუ როგორ მუშაობს ეს პლატფორმა, რას სთავაზობს მომხმარებელს და რა პრობლემებს გადაჭრის, ამ საკითხებზე REDMED-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქეთი თევდორაძეს გავესაუბრეთ:
M: მოგვიყევით REDMED-ის კონცეფციის შესახებ..
REDMED-ი პირველი ქართული სამედიცინო სერვისის ციფრული ეკოსისტემაა, რომელიც თანამედროვე ადამიანებისთვის შეიქმნა. ჩვენი მიზანია, საჭირო ადამიანები ერთმანეთს დაბრკოლებების გარეშე დავაკავშიროთ, ვგულისხმობთ ექიმსა და პაციენტს.
პლატფორმის კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს სამედიცინო სერვისების მიღების პროცესი გაუმარტივოს. კერძოდ, მარტივად მოძებნოს, შეარჩიოს სასურველი ექიმი, გამოიძახოს ის სახლში ან მიიღოს სატელეფონო ან ვიდეო ზარით რჩევა.
REDMED-ის აპლიკაციის მომხმარებელია როგორც პაციენტი, ასევე ექიმი, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ, როგორც პაციენტებზე, ასევე ექიმების პროფესიულ განვითარებაზეც. აპლიკაციის დახმარებით, ექიმებს შეუძლიათ, გამოიმუშაონ შემოსავალი, თავად განსაზღვრონ სამუშაო დრო და ადგილი, ჩაერთონ REDMED-ის საგანმანათლებლო პროგრამებში და გაიზარდონ პროფესიულად.
გვსურს, აპლიკაციის მომხმარებელმა საჭირო ექიმზე არჩევანი თავად გააკეთოს და მისთვის კომფორტულ გარემოში დაგეგმოს შეხვედრა. ექიმთან შესახვედრად ყველაზე კომფორტული გარემო კი სახლია.
ხშირად ისეც ხდება, რომ ექიმთან მარტივი, სატელეფონო ან ვიდეოზარით შეგვიძლია პრობლემის მოგვარება, უბრალო და მარტივი კითხვა გვაქვს მასთან, რისთვისაც კლინიკაში მისვლა საჭირო არ არის…
M: საიდან გაჩნდა მისი შექმნის იდეა, ვისთვისაა ის და რა მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს?
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მომხმარებლის სურვილები დინამიურად იცვლება. დღეს ექიმთან ვიზიტი საკმაოდ რთულად დასაორგანიზებელი პროცესია, განსაკუთრებით, დაკავებული ადამიანებისათვის: არასაკმარისი ინფორმაციის გამო, ექიმის შესარჩევად მეგობრების რჩევებზე დაყრდნობა გვიწევს, სამსახურიდან გათავისუფლება, რიგში დგომა.. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ხშირად საერთოდ უარს ვამბობთ ექიმთან ვიზიტზე. სწორედ ამიტომ შევქმენით REDMED-ი. გვინდა, ადამიანებს ყველა ეს პროლემა თავიდან ავაცილოთ და მივცეთ საშუალება, იზრუნონ ჯანმრთელობაზე მარტივად.
REDMED-ის პლატფორმა, ყველა იმ ადამიანისთვისაა, ვისაც სამედიცინო სერვისის მიღება სჭირდება. პირველ ეტაპზე, ჩვენ სამი ტიპის სერვისს ვთავაზობთ მომხმარებელს: ექიმის სახლში ვიზიტი, სატელოფონო ან ვიდეოზარით რჩევა.
M: როგორ ხდება პაციენტისა და ექიმის ერთმანეთთან დაკავშირება?
აპლიკაცია საკმაოდ მარტივია და გათვლილია ყველა ტიპის მომხმარებელზე. მომხმარებელს შეუძლია, სასურველი მიმართულების/სპეციალობის ექიმი მარტივად მოძებნოს, შეარჩიოს ის სხვა მომხმარებლების შეფასებებისა და რეიტინგის მიხედვით. დაჯავშნოს მისთვის ხელსაყრელი დრო და მომსახურების ტიპი, ვგულისხმობ, სახლში სურს ექიმის გამოძახება თუ ონლაინ რჩევა სჭირდება. ბოლოს კი, გადაიხადოს მომსახურება მარტივად – ონლაინ.
M: როდიდან ამოქმედდება და როგორ შეეძლებათ მსურველებს მისით სარგებლობა?
მომხმარებელს უკვე შეუძლია, აპლიკაციის ბეტა ვერსიით მოძებნოს, დაჯავშნოს და მიიღოს იმ ექიმის მომსახურება, რომელიც სჭირდება. ჩვენ უკვე გვყავს აპლიკაციაში გაერთიანებული 100-ზე მეტი პროფესიონალი ექიმი, წლის ბოლომდე მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ასევე ძალიან მალე საქართველოს ყველა რეგიონის მომხმარებელს ექნება წვდომა REDMED-ის სერვისებთან. REDMED–ის სერვისებით სარგებლობა მომხმარებელს შეუძლია როგორც აპლიკაციის ბეტა ვერსიით, ასევე ვებგვერდით.
M: როგორ ხედავთ ამ პლატფორმის მომავალს?
REDMED-ში საკმაოდ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ მიერ შექმნილი ეკოსისტემა მრავალფუნქციური იქნება და გააერთიანებს ყველა სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მომხმარებელს სჭირდება იმისთვის, რომ მარტივად იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე.
პლატფორმის ბრენდინგსა და სახელწოდებაზე საკომუნიკაციო სააგენტო Windfor’s-ის ექაუნთ მენეჯერს, თინათინ ხაფავას გავესაუბრეთ:
M: როგორი იყო REDMED-ის ბრიფი? და როგორ გადაჭერით ეს კონკრეტული ამოცანა?
ძალიან საინტერესო დავალება იყო, რადგან პირველი ქართული სამედიცინო ვებ და მობაილ აპლიკაციის სახელწოდება და ვიზუალური იდენტობა უნდა შეგვექმნა. ახალ პროდუქტზე მუშაობა კი ყოველთვის განსხვავებული და საინტერესო პროცესია.
ვფიქრობ, პროდუქტის ხარისხისა და ინოვაციურობის შესაბამისი ვიზუალური სტილი შევქმენით. რამაც თავისთავად პროდუქტის ეფექტურობას გაუსვა ხაზი.
M: როგორ გამოხატეთ ბრენდის კონცეფცია ვიზუალურად?
ვიზუალური იდენტობის შექმნისას მთავარი ინსპირაცია სამედიცინო აბები იყო – ეს ელემენტი შემდეგ ციფრულ ფორმებსა და „პატერნში“ გადავთარგმენთ. რაც შეეხება ვიზუალურ ესთეტიკას – მინიმალისტური მიმართულებაა, თანამედროვე ელემენტების გავლენით.
M: სახელის იდეასა და მნიშვნელობაზეც გვესაუბრეთ, რატომ REDMED?
REDMED – წითლის/red, მედიცინის/medicine და მკურნალობის, წამლის/remedy კომბინაციაა. „რედმედი“ საერთაშორისო ჟღერადობის, მარტივად დასამახსოვრებელი სახელწოდებაა, რომელიც პლატფორმის ფუნქციასა და ხასიათს ზუსტად გადმოსცემს.
Creative Chief: Vato Kavtaradze
Executive Creative Director: Nino Gordeladze, Beqa Meparishvili
Creative Director: Bibi Asatiani
Senior Art Director: Mari Sukhishvili
Senior Copywriter: Irina Sakvarelidze
Art Director: Teona Shelia
Client Service Director: Tamar Tsintsadze
Account Manager: Tina Khapava
Graphic Designer: Davit Chanadiri
[R]