in

REDMED ყველა მომხმარებელს სეზონური გრიპის ვირუსის ტესტს უფასოდ ჩაუტარებს

საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსის პრობლემა საგრძნობლად გამწვავდა. გრიპის ან გაციების პირველივე ნიშნების გამოვლენისას მნიშვნელოვანია, დროული ვიზიტი თერაპევტთან | ოჯახის ექიმთან ან პედიატრთან. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ვირუსების გააქტიურების ფონზე, ექიმთან კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვა საკმაოდ გართულდა.

„პირველი ქართული სამედიცინო ციფრული პლატფორმა REDMED იწყებს აქტივობას, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ისარგებლებს თერაპევტის | ოჯახის ექიმის ან პედიატრის სახლში გამოძახების სერვისით, „ექიმი ჩემთან“ შეძლებს უსასყიდლოდ ჩაიტაროს ტესტი, სეზონური გრიპის ვირუსებზე და მიიღოს საჭირო კონსულტაცია სახლში. ტესტის შედეგზე დაყრდნობით, ექიმი შეძლებს უფრო სწორი დიაგნოზის დასმას და მკურნალობის დანიშვნას“.

მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ გრიპის ვირუსის ტესტირებას მხოლოდ ოჯახის ექიმი | თერაპევტი და პედიატრი ახორციელებს. REDMED-ით მომხმარებელს, ასევე, შეუძლია ისარგებლოს ექოსკოპიის, კარდიოლოგის, ნევროლოგის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების სპეციალისტების მომსახურებით.

REDMED ბაზარზე სულ 1 თვის წინ გამოჩნდა. ინოვაციური სამედიცინო პროდუქტი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მარტივად, აპლიკაციის და ვებგვერდის დახმარებით მოძებნოს, შეარჩიოს, დაუკავშირდეს სასურველ ექიმს და გამოიძახოს სახლში, ან მიიღოს აუდიო/ვიდეო რჩევა“.

REDMED-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც აპლიკაციის ბეტა ვერსიით, ასევე ვებგვერდით.

[R]

ნამდვილი საახალწლო ფასდაკლება „კენარში“!

პროექტების შედეგები, ცვლილებები, გეგმები და საჩუქრები – ACAG 2019 წელს აჯამებს!