in

REDMED-ი ყველა მომხმარებელს ექიმის უფასო აუდიო რჩევას სთავაზობს

2 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით REDMED-ის აპლიკაციით და ვებგვერდის საშუალებით, საქართველოს მასშტაბით, ყველა მომხმარებელი შეძლებს უფასოდ მიიღოს აუდიო რჩევა პლატფორმის ექიმებისგან.

 

მწვავე ვირუსების პერიოდში მნიშვნელოვანია თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, განსაკუთრებით კი კლინიკებში ვიზიტს, რადგან ვირუსების გავრცელება ჰაერწვეთოვანი გზით ხდება.

,,კორონა ვირუსის საქართველოში გავრცელების გამო,  REDMED-ის გუნდმა გადავწყვიტეთ, მომავალი ორი კვირის განმავლობაში ყველა მომხმარებელს უფასოდ შევთავაზოთ თერაპევტის/ოჯახის ექიმისა და პედიატრის მომსახურება, რადგან ვფიქრობთ მნიშვნელოვანია ასეთ დროს ყველა ადამიანს მარტივად შეეძლოს ექიმთან დაკავშირება და სწორი ინფორმაციის მიღება” – აცხადებენ REDMED-ში.

აუდიო რჩევის სერვისი გულისხმობს ექიმთან აუდიო ზარით დაკავშირებას. REDMED-ის პლატფორმიდან თქვენ შეარჩევთ სასურველ თერაპევტს და პედიატრს მათი რეიტინგის მიხედვით, დაგეგმავთ აუდიო ზარს თქვენთვის მოსახერხებელ დროს.

აუდიო ზარის საშუალებით შეძლებთ ექიმს დისტანციურად გააცნოთ თქვენი ჩივილები და მიიღოთ მისგან პასუხი/რჩევა ყველა კითხვაზე. ექიმთან გასაუბრების შემდეგ კი ერთად გადაწყვეტთ საჭიროებს თუ არა თქვენი მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტს.

ასევე გაცნობებთ, რომ REDMED-ის სერვისის დასრულებიდან მომავალი 48 საათის განმავლობაში შეგეძლებათ უსასყიდლოდ დაეკონტაქტოთ ექიმს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

REDMED-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია:

აპლიკაციის ბეტა ვერსიით.

ასევე ვებგვერდით.

 

[R]

ყოველდღიური ბლოგები საქართველოს ქალაქებიდან, მათ შორის, სოხუმიდან – Georgia Daily-სა და Feedc-ის მეგობრობის ამბავი

„გადაწყდა, რომ უკან დავბრუნებულიყავით: უკან, ბავშვობაში!“