in

Reduce, Reuse, Recycle – სამი R-ის პრინციპი გარემოზე მზრუნველთათვის

დღევანდელობაში გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ ინტერესი საკმაოდ იზრდება, ეს კი, ისევ და ისევ გარემოს პრობლემებითაა განპირობებული. ალბათ საკმაოდ ბევრგან გინახავთ სლოგანი: “Reduce, Reuse, Recycle”, რომელიც გარემოსდამცველთა საყვარელი პრინციპია. ის ნარჩენების შემცირებისკენ, ნივთების ხელახალი გამოყენებისკენ და ნარჩენების გადამუშავებისკენ მოგვიწოდებს. ამ პრინციპის იერარქიასა და მნიშვნელობაზე სანამ ვისაუბრებდეთ, მანამდე იმას მოგიყვებით, თუ საიდან და როგორ წარმოიშვა ეს სლოგანი.

1970-იან წლებში ამერიკაში გარემოსდამცველთა მოძრაობა ჩამოყალიბდა. ეს სწორედ ვიეტნამის ომის პერიოდი იყო, რამაც ომის მასშტაბებზე გარემოს დაბინძურებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ამერიკელები გულანთებულები აპროტესტებდნენ ჰაერის, ნიადაგისა და წყლის ხარისხის დაბალ დონეს და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდნენ.

გეილორდ ნელსონმა – აშშ-ს სენატორმა ვისკონსინის შტატიდან მოუსმინა ამ ხალხს და გადაწყვიტა პრობლემით შეწუხებული საზოგადოება 1970 წლის 22 აპრილს პირველად გამართულ დედამიწის დღეზე შეეკრიბა. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი დედამიწის დღეს. ამერიკის მასშტაბით 20 მილიონი ადამიანი გაერთიანდა. ესენი იყვნენ ის ხალხი, რომელთაც ერთნაირი ღირებულებები ჰქონდათ პლანეტის დასაცავად. სწორედ ამ დღემ მისცა დასაბამი “გარემოს დაცვის სააგენტოს” ამერიკაში, ცნობილი, როგორც – EPA.

1976 წელს კონგრესმა რესურსების კონსერვაციისა და აღდგენის აქტს მოაწერა ხელი, რომელიც ნარჩენების გადამუშავებასა და კონსერვაციაზე მეტი ყურადღების გამახვილებას ეძღვნებოდა. ამ ყველაფერს კი რეალურად ნარჩენების უსაშველო მატება უძღოდა წინ. სწორედ ამ პერიოდში გაჟღერდა პირველად სლოგანი: “შეამცირე, ხელახლა გამოიყენე, გადაამუშავე!”

აღნიშნული ფრაზა იმ პერიოდში თითქმის ყველამ აიტაცა და ეკოლოგიური პრაქტიკა ახალ ნორმად იქცა. ფრაზამ პოპულარული გახადა მისი შინაარსიც – საზოგადოება გადაეწყო იმაზე, რომ გარემოს გულისთვის სწორედ ამ სამი პრინციპისთვის უნდა მიემართათ.

შეამცირე!

თუკი ჩვენ მცირე რაოდენობის ნარჩენი დაგვიგროვდება, ნივთების ნაკლები ხელახალი გამოყენება და გადამუშავება მოგვიწევს. შემცირების პროცესი იწყება იმაზე დაკვირვებით, თუ რას ვიყენებთ და რატომ ვიყენებთ. იმისთვის, რომ უკეთ გაფილტროთ ნივთების გამოყენების საჭიროება, დაუსვით საკუთარ თავს ეს სამი კითხვა:

  1. არის კიდევ რაიმე ისეთი ნივთი, რაც ამ კონკრეტული მიზნის განსახორციელებლად გამომადგება? 
  2. აუცილებელია, ეს მიზანი განვახორციელო? 
  3. თუკი რაიმე საგანზე რაიმე ნივთის მიმაგრება მოგინდათ, დაუსვით თავს კითხვა: რამდენად აუცილებელია მე ამ საგანს ეს ნივთი მივამაგრო? უამისოდ რომ იყოს?

ხელახლა გამოიყენე!

დიდი ალბათობით, ბევრი ისეთი ნივთი გაქვთ, რომელიც გატეხილია, ან უბრალოდ მოძველებული. მსგავსი საგნები სწორედ ისაა, რასაც შეიძლება, რომ ხელახალი გამოყენებითი მიზანი უპოვოთ. საგნებზე ახალი მიზნობრიობის მინიჭება კი საშუალებას მოგცემთ, ნაკლები ნარჩენი დააგროვოთ და, ამავდროულად, დანახარჯებიც შეამციროთ. რეალურად კი, ჩვენ მიერ გამოყენებული საგნების უმრავლესობა ისეთია, რომ ბევრჯერ შეიძლება გამოვიყენოთ. მაგალითად: გაზეთები, ქილები, ძველი წიგნები, ძველი ტანსაცმელი, ხე და ა.შ

გადაამუშავე!

ნარჩენების იერარქიის ბოლო საფეხური გადამუშავებაა. რაღაცის გადამუშავება ნიშნავს, ნარჩენების იმგვარ ნედლეულად გადაკეთებას, რომ შემდეგ ახალ ნივთად იქცეს ის. დედამიწაზე ძალიან ცოტა მასალაა ისეთი, რომლის გადამუშავება შეუძლებელია. პრაქტიკულად, ჩვენ შეგვიძლია, სრულიად ახალი ნივთები დავამზადოთ ძალიან ბევრი უკვე გამოყენებული ნედლეულისგან.

იმისთვის, რომ გადამუშავების კულტურა გააღვივოთ, მიჰყევით შემდეგ რჩევებს:

  1. იყიდეთ ისეთი პროდუქტები მაღაზიაში, რომლებიც გადამუშავებადი მატერიისგან არის დამზადებული – იგულისხმება ეკომეგობრული პროდუქტები.
  2. მოიფიქრეთ ახალი გზები, თუ როგორ გადაამუშავებთ სხვადასხვა საგნებს.
  3. მოერიდეთ ისეთი საგნების შეძენას, რომლებიც რთულია გადასამუშავებლად. იყიდეთ არატოქსიკური პროდუქტები. 
  4. შეიძინეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც უკვე გადამუშავებული მატერიისგანაა დამზადებული.
  5. შეიძინეთ გადამუშავებული ქაღალდი ყოველდღიური გამოყენებისთვის.

რუბრიკას გარემოზე ზრუნვაზე წარმოგიდგენთ Wasteless.

სათავგადასავლო რალი Rally Adventure Georgia – დაუვიწყარი ყოველწლიური თავგადასავალი საქართველოში

სპიკერები, ვორქშოფები და ციფრული მარკეტინგის კონკურსი – გაიგეთ, როგორი იყო Ad Summit Tbilisi 2024