in

იყავი ადამიანი! Reebok-ის ახალი მასშტაბური კამპანია

მაშ ასე, “Reebok”-ის ახალი მასშტაბური კამპანიის დროც დადგა. კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო “Venables Bell&Partners”-მა იმუშავა.

ყოველდღიურად ადამიანები საკუთარ თავს პატარა გამოცდას და გამოწვევებს უწყობენ, სწორედ ამ გამოწვევებს ეხება “Reebok”-ის კამპანია “Be More Human”.

ვიდეო Freak Show-ში ავტორებმა ის ადამიანები გადაიღეს, რომლებიც ყოველდღიური, მძიმე დატვირთვის ხარჯზე საკუთარ თავს უფრო უკეთესს ხდიან. ვიდეოს გმირები უკეთესი მშობლები, უკეთესი მეგობრები, უკეთესი ლიდერები და კვალიფიცირებული მასწავლებლები ხდებიან.

“Reebok” თვლის, რომ ადამიანი ყოველდღიურად უნდა უკეთესდებოდეს. საკმარისი არაა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობის გამოსწორება, საჭიროა ჩვენი გონებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც.

კამპანიის ფარგლებში რამდენიმე აპლიკაცია გაკეთდა. ერთ-ერთი “The Human Score” ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას ამოწმებს. მეორე – “Gray Matters”-ის საშუალებით შეგიძლიათ 3D ფორმატში შეამოწმოთ ვარჯიშის დროს რა დატვირთვა რომელ კუნთზე მიდის. რაც შეეხება ჰეშტეგს  “#BREAKYOURSELFIE” ავტორები მოგვიწოდებენ არ შეგვრცხვეს და არ დაგვავიწყდეს ვარჯიშის მერე ფოტოს გადაღების და ჰეშტეგის დასმა.

ჩემი [მატყუარა] მამის ისტორია – 1 კვირაში 3 მილიონი ნახვა!

გამარჯვების შოკისმომგვრელი ცეკვა – “MoneySuperMarket”-ის ახალი რეკლამა