ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 ბილიონი წყვილი ფეხსაცმელი მზადდება, მათი უმრავლესობა ქიმიური ნივთიერებებისა და ნავთობის შემცველია. ამ სტატისტიკით ირკვევა, რომ გარემო არა მხოლოდ ნარჩენებითა და პლასტმასით ბინძურდება, არამედ მოდის ინდუსტრიაში წარმოებული პროდუქციითაც. სწორედ ამიტომ, Reebok-მა გადაწყვიტა, თავისი ფეხსაცმლის წარმოებაში ახალი, ნატურალური და ბუნებრივი ნივთიერებები გამოეყენებინა.














