in

საქათმიდან გაქცევა – “Reebok”-ის ახალი და ცოტა უცნაური კამპანია

ვერასდროს იფიქრებდით, რომ საქათმესა და “Reebok”-ს შორის რაიმე საერთო შეიძლება ყოფილიყო. საქმე ისაა, რომ “Reebok”-მა უჩვეულო, ინტეგრირებული სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომლის ცენტრშიც უცნაური და სახალისო ვიდეო მოექცა. ამჯერად რეკლამის მთვარი გმირი ქათამია, რომელმაც საქათმიდან გაქცევა დაგეგმა.

ახალი სარეკლამო კამპანიის “Free Range” ავტორი სააგენტო Venables Bell & Partners-ია. მისი კონცეფცია მთლიანად თავისუფლებაზეა აგებული. იდეის გამოსახატად კი ნამდვილად უცნაური გზა აირჩიეს.

“ის ვისაც დააინტერესებს ჩვენი ახალი ვიდეო რგოლის გმირი ქათამი რატომ გახდა, მარტივად შეგვიძლია გიპასუხოთ – როგორც ჩვენ მორიდებულ ქათამს სურს იყოს თავისუფალი ასევე უნდა იქცეოდეს ნებისმიერი ადამიანიც” – იან მარტინი, “Reebok”-ის გლობალური ბრენდ-კომუნიკაციის ვიცე პრეზიდენტი.

კამპანიის ნაწილია სოც-ქსელიც, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია თემასთან დაკავშირებული გამონათქვამის დადება. საჩუქრად მომხმარებელი ბრენდის მაიკას მიიღებს, რომელსაც სპეციალური შეფუთვით გაუგზავნიან.

reebok-break-free-social-media-gift reebok-free-range-social-media-gift-2

ტენდერი ფლატეს ეტიკეტის დიზაინის დამზადებაზე – პრიზი 5000 ლარი

ცხოვრება არ მოვა შენთან, შენ უნდა მიხვიდე – “Virgin”-ის ახალი სატელევიზიო რეკლამა