Adidas-იც და Reebok-იც ორივე წარმატებული კომპანიაა, თუმცა რაც აშშ-ში ადიდასის გაყიდვებმა დაიკლო, მათ Reebok-ი შეიძინეს და ახლა ორ უმსხვილეს კონკურენტ ბრენდს ერთიდაიგივე მფლობელი ჰყავს.
რა ხდება, როდესაც საკუთარი თავის კონკურენტი თვითონ ხარ?! იწყება ძალების და სეგმენტის გადანაწილება. ზუსტად ამ გადანაწილებასთან დაკავშირებით Reebok-მა რებრენდინგი განახორციელა. ამიერიდან ბრენდი იმ ადამიანებს მოემსახურება, რომლებიც თავისუფალ დროს ფიტნესს უთმობენ.
“ახალი ლოგო აქტიური ცხოვრების სიმბოლოა, საკუთარ თავში ახალი პოტენციალის აღმოჩენის სიმბოლო” – აცხადებს Reebok-ის მარკეტინგის დირექტორი.