in ,

Reebok-მა ავტობუსის გაჩერებებზე სავარჯიშო კუთხე მოაწყო

Reebok-ის მიერ მოწყობილ გაჩერებებზე, ტრანსპორტის ლოდინში ნამდვილად არ მოიწყენთ. კამპანია “The Gym is Everywhere”- ის ფარგლებში მან ავტობუსის გაჩერებებზე სავარჯიშოდ არაერთი მოხალისე აიყოლია.

სარეკლამო კომპანია JCDecaux Colombia-მ კოლუმბიის ქალაქებში, ბოგოტასა და კალიში, ავტობუსის ექვს გაჩერებაზე Reebok-ის წარწერებით სავარჯიშო ინვენტარი დაამონტაჟა.

გაჩერებებზე შექმნილ მხიარულებაში მონაწილეობით უამრავი ადამიანი დაინტერესდა. ავტობუსის მოსვლამდე ისინი დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ ვარჯიშს საფეხურებსა და ასაზიდ ძელებზე.

 

 

ბოლო დროს, ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი სულ უფრო პოპულარული ხდება, განსაკუთრებით კი ზაფხულის სეზონზე. ამიტომ, სხვადასხვა კომპანიები და სარეკლამო სააგენტოები პროდუქტის გასარეკლამებლად იდეებს სწორედ ამ თემის გარშემო იგონებენ.

ამ ახალი კამპანიით, გარდა მომხმარებლის მიზიდვისა, Reebok-ი ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულების გულსაც მოიგებს.

“დაბრუნების კალენდარი” – Ford-ის გამოგონება მათთვის, ვისაც მამა ენატრება

ტუალეტი გამჭვირვალე კედლებით – აქცია პირადი ინფორმაციის უკანონო კონტროლის წინააღმდეგ