უკვე თითქმის არავის ეპარება ეჭვი, რომ Meta Platforms-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი ორიენტირებულია TikTok-ზე. ანალიტიკოსები პროცესებს აკვირდებიან და ფიქრობენ, რომ Reels-ის პროდუქტი, რომელიც ხელმისაწვდომია Facebook-სა და Instagram-ზე, მომავალ წელს გადააჭარბებს ონლაინ სივრცის სხვა პიონერებს. შედეგად, გამოიმუშავებს მეტ შემოსავალს, ვიდრე ტიკტოკი (გარდა ჩინეთისა).
უკვე შეინიშნება, რომ ინსტაგრამის Reels-ებზე საკმაოდ დიდი დრო იხარჯება მომხმარებლისგან. ეს კონკრეტული ფუნქცია მთელ პლატფორმაზე გატარებული დროის 20%-ს შეადგენს. რაც შეეხება Facebook-ს, აქ მაჩვენებელი უფრო მაღალია. ვიდეო, ყველა მისი ფორმით, ფეისბუკზე დროის 50%-ს იკავებს.
Meta ტიკტოკს კონკურენციას ახალი სარეკლამო ტექნოლოგიით უწევს, რითაც იგი ფორმატის ღირებულებას ზრდის. eMarketer-ის ანალიტიკოსების აზრით, ჩინური კომპანია მხოლოდ აშშ-ში 5,96 მილიარდი დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს. Squali-ის შეფასებით კი, წელს Reels 5,6 მილიარდი დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს Facebook-ისთვის აშშ-ში.
eMarketer კიდევ ერთ შეფასებას გვიზიარებს, რომ რადგან Facebook მუშაობს Reels-ზე ჩართულობის გაზრდისა და მონეტიზაციის გაუმჯობესებაზე, ესე იგი, ის ხედავს, რომ მისი შემოსავალი მალე გადააჭარბებს TikTok-ს. ის მიახლოებით რიცხვსაც ასახელებს და ესაა 8 მილიარდი დოლარი.
ის, რაც Reels-ს დიდ გრძელვადიან ინვესტიციად აქცევს Meta-სთვის, არის ხელოვნური ინტელექტის ინვესტიციები, რომლებიც თან ახლავს მას. TikTok ძალიან პოპულარული გახდა იმის გამო, რომ რეკომენდაციის მექანიზმზეა აწყობილი. მისი For You განყოფილება, რომელიც აპლიკაციის გახსნისთანავე ჩნდება, საკმაოდ ჩამთრევია და შეუძლია, გაიძულოთ, რომ მოიბეზრებლად ადევნოთ თვალი ვიდეოებს, რაც ხსნის იმ საჭიროებას, რომ მაინცდამაინც ერთ რომელიმე ანგარიშს მიადევნოთ თვალი.
ამ მიმართულებას „მეტაც” ითვალისწინებს და თანდათან ამ სარეკომენდაციო მექანიზმის უკეთ ამუშავებაზე ფიქრობს. ის ეფუძნება AI ტექნოლოგიას და გვთავაზობს ისეთ კონტენტსაც, რომელიც არ გვაქვს გამოწერილი. ეს კი ზრდის ჩართულობას. ამას გარდა, Meta-ს შეუძლია გამოიყენოს იგივე AI უფრო შესაბამისი რეკლამის გამოსაჩენად. Meta მუშაობს მიზნობრივი ჯგუფებისთვის და არის მოლოდინი, რომ AI ინვესტიციებმა, რომელსაც ის ახორციელებს Reels-ისთვის, უნდა გააუმჯობესოს ვიდეოების სარეკლამო მხარე, რაც მომხმარებელთა ჩართვას გამოიწვევს.
იმის მიუხედავად, რომ Reels-ებმა შეიძლება მნიშვნელოვნად წასწიოს წინ Meta, ის მაინც ბიზნესის ერთ-ერთ ნაწილად რჩება. „მეტას” სოციალურ მედიაზე დიდი გავლენა აქვს და ეს შეიძლება ამის კიდევ ერთი მტკიცებულება იყოს.