in

Reencle — მოწყობილობა, რომელიც საკვების ნარჩენებს სასუქად გარდაქმნის

მას ამისათვის სულ რაღაც 24 საათი სჭირდება

Jinhwi Bang-ის მიერ შექმნილი Reencle წრიული ეკონომიკის ყველაზე იდეალური მაგალითია. ეს არის კომპაქტური, ჩუმი, უსუნო სამზარეულოს მოწყობილობა, რომელიც საკვების ნარჩენების ეფექტურად კომპოსტირებისა და საკვები ნივთიერებების მდიდარ სასუქებად გარდაქმნისთვის გამოიყენება.

აშშ-ში სურსათის ნარჩენების სიმრავლე მზარდ პრობლემას წარმოადგენს — საკვების დაახლოებით 30-40% იყრება სანაგვეში… შესაბამისად, გარემოს დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზს სწორედ გადაყრილი საკვები წარმოადგენს, იქნება ეს ვადაგასული პროდუქცია თუ უბრალოდ “ზედმეტი” ნარჩენები. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, Reencle საკვების ეფექტურად დაშლას ემსახურება და სასუქად გარდაქმნის გზით, უსარგებლო პროდუქტი გარემოსთვის სასარგებლო ხდება.

 

მოწყობილობის შიდა მექანიზმში არსებული მიკროორგანიზმები საკვებს დაახლოებით 24 საათში ანადგურებს და ქმნის სასუქს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბაღებში, ეზოებსა და ქოთნებში. ან თუნდაც ისე განადგურდეს, რომ გარემო არ დააზიანოს. საგულისხმოა, რომ სპეციალური მრავალდონიანი ფილტრაციის სისტემის მეშვეობით, ნარჩენებისგან გამოყოფილი არასასიამოვნო სუნი ოთახში არ იფრქვევა და, შეიძლება ითქვას, უკვალოდ ქრება.

ამ ეტაპზე კორეაში უკვე 45000-ზე მეტი ერთეული Reencle გაიყიდა და უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებაც იგეგმება, რათა მზარდი საყოფაცხოვრებო საკვების ნარჩენების პრობლემა გადაიჭრას. თანაც, მოწყობილობა არ საჭიროებს დიდ ადგილს, ინსტალაციას ან შენახვის რაიმე სპეციალურ პირობებს.

თითოეულ Reencle-ს ერთწლიანი გარანტია აქვს და საკუთარი კოვზიც კი მოჰყვება, უკონტაქტო გამოყენებისთვის.

როგორ შეიქმნა Columbia Pictures-ის ლოგო?

TreeDesign: „2009 წელს, სამივე დამფუძნებელმა ერთდროულად დავტოვეთ სამსახური, საკუთარი სააგენტო რომ გაგვეხსნა!“