7
Mar
2019

ციფრული არქიტექტურული მომავალი – თურქი ხელოვანის მოძრავი ინსტალაციები

7 Mar 2019

რეფიკ ანადოლი თურქი მედიახელოვანი და რეჟისორია, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და მუშაობს. ის არის ლექტორი და მკვლევარი, გარდა ამისა, საჯარო ხელოვნების მიმართულებით მუშაობს, ქმნის მონაცემებზე დაფუძნებულ ინსტალაციებს, აუდიო-ვიზუალურ პერფორმანსებს. მისი ნამუშევრები პოულობენ სივრცეს ციფრულ და ფიზიკურ მოცემულობებს შორის. ეს არის ჰიბრიდული ურთიერთობა არქიტექტურასა და მედიახელოვნებას შორის, რომელსაც ციფრული ინტელექტი აწესრიგებს.

mBank QR
mBank QR

როგორც მედიაარტისტი, დიზაინერი და სივრცითი მოაზროვნე, ანადოლი დაინტერესებულია სხვადასხვა საგნის ტრანსფორმაციით. მისთვის თანამედროვე კულტურა გულისხმობს ესთეტიკის გადააზრებას, ახალი ტექნოლოგიებისა და დინამიკის მოსინჯვას. მედიახელოვნების არქიტექტურაში ჩაშენებით, ის სვამს კითხვას ციფრული არქიტექტურული მომავლის შესახებ. ის იხმობს დამთვალიერებელს იმისათვის, რომ ნახონ ალტერნატიული რეალობის ვიზუალიზაცია. ის წინასწარმეტყველებს ინტერიერისა და ექსტერიერის ფუნქციურობის ახლებურ ხედვას და წარმოაჩენს შენობების კედლებს/სივრცეს თანამედროვე ხელოვნების ადგილად.

 

განხილვა