in

 JBL-ის უსადენო ყურსასმენი, რომელიც მზის ენერგიაზე მუშაობს

უსადენო ყურსასმენები, ტექნოლოგიური ბაზრისთვის, სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა, მზის ენერგიით, თვითდამუხტვადი უსადენო ყურსასმენები – ნამდვილად არის.

JBL მზის ენერგიაზე მომუშავე უსადენო ყურსასმენებს გამოუშვებს. ყურსასმენები, სახელად REFLECT Eternal თანადაფინანსების ვებგვერდზეა განთავსებული, მისი გამოსვლის სავარაუდო თარიღი კი 2020 წლის შემოდგომაა. თვითდამუხტვად ყურსასმენის გამოყენება, ფაქტობრივად, ულიმიტოდაა შესაძლებელი, რადგან ის იტენება მზიან და ღრუბლიან ამინდში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როცა გარეთ გადავადგილდებით.

აღსანიშნავია, რომ REFLECT Eternal იმუხტება მაშინაც, როცა მისი გამოყენებით მუსიკას ვუსმენთ. JBL-ის თქმით, ღია ცის ქვეშ, ყურსასმენებით გატარებული საათნახევარი უდრის REFLECT Eternal-ისთვის, 68 საათის განმავლობაში სამყოფ ენერგიას. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ დღისით (თუნდაც ღრუბლიან ამინდში), გარეთ ორ საათზე მეტ დროს გაატარებთ, ყურსასმენი 168 საათის სამყოფ ენერგიას მოაგროვებს.

გარდა ამ ინოვაციისა, REFLECT Eternal-ის შექმნისას, მოწყობილობების დამუხტვის ტრადიციული გზაც არ დაივიწყეს და მის დატენვას USB-ს საშუალებითაც შეძლებთ (თუ რამე). ამ შემთხვევაში, 15 წუთიანი დამუხტვის შემდეგ, ყურსასმენი ორ საათს გაგიძლებთ. ყურსასმენებში გამოყენებულია Exeger Powerfoyle-ის ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც, სინათლის ენერგიად გარდაქმნა ხდება შესაძლებელი.

რაც შეეხება სხვა მახასიათებლებს, REFLECT Eternal-ში ხმოვანი ასისტენტების ინტეგრირებაც შესაძლებელია, რაც ნიშნავს, რომ მისი დახმარებით სხვადასხვა მოწყობილობის მართვაც შეგვიძლია. წინასწარი შეკვეთით, პროდუქტი 75 დოლარი ღირდა, თუმცა, მისი ლიმიტი უკვე ამოწურულია. ახლა მისი შეკვეთა 99, ან 129 დოლარად შეგიძლიათ.

 

 

,,ბრავო რექორდსმა’’ იურიდიული ფირმა ,,ბი-ეს-ეიჩ’’-ის ჩართულობით, Trusted Partner Network-ის (TPN) სერტიფიკატი მიიღო

რუსულმა სტარტაპმა რეალური ადამიანების ასლი რობოტების გაყიდვა დაიწყო