მართალია, reFocus Awards მხოლოდ გასულ წელს დაარსდა, მაგრამ უკვე შეძლო საოცარი ფოტოგრაფიული ნიჭის მქონე ადამიანების აღმოჩენა, როგორც პროფესიონალების, ისე არაპროფესიონალების.
ტაილანდელმა ფოტოგრაფმა ჯეთნიპად კეთფრადიტმა International Photographer of the Year-ის ტიტული მოიპოვა შესანიშნავი ნამუშევრისთვის — „Mudmen“ of Papua New Guinea’s Asaro Tribe. იგი ტომის ტრადიციებზე ამახვილებს ყურადღებას და იმ საოცარ გარემოს უსვამს ხაზს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ. სურათები ერთწლიანი დაგეგმვისა და ტომთან ერთად 20 დღით ცხოვრების შედეგია. ცხოვრება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ფოტოგრაფს სურათების გადაღებამდე მათი ნდობა მოეპოვებინა.
„მინდა, ადამიანებმა, რომლებიც ჩემს სურათებს ნახავენ, გააანალიზონ ტომების არსებობა მსოფლიოს შორეულ ადგილებში, რომლებმაც ჯერ კიდევ შეინარჩუნეს წინაპრებისგან გადმოცემული კულტურა. ეს ტომები ხშირად გრძნობენ, რომ მათი კულტურა მოძველებულია, მინდოდა, ისინი რაც შეიძლება ელეგანტურად გადამეღო, რათა მათ თავიანთი მშვენიერი კულტურით ეამაყათ“, — აცხადებს კეთფრადიტი.
რაც შეეხება არაპროფესიონალ ფოტოგრაფებს, ჟოაო კოელიომ, ანგოლაში მცხოვრებმა ფოტოგრაფმა International Discovery of the Year-ის ტიტული მოიპოვა — სერიები Freedom of Nudity ზაფხულის ბედნიერებისა და ბავშვური თამაშების სიმარტივის მხატვრული სახეა.
ქვემოთ კი 70 ქვეყნის ფოტოგრაფების რჩეულ ნამუშევრებს იხილავთ:

















