in

„რეფორმა“ – კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე გაბრიელ სალოსის გამზირზე

ცოტა ხნის წინ, თბილისის გაბრიელ სალოსის გამზირზე #3-ში, კონცეპტუალური სავარჯიშო დარბაზი „რეფორმა“ მის ვიზიტორებს განახლებული სახით წარუდგა. 4-წლიანი მუშაობის შემდეგ, „რეფორმას“ განახლებული სივრცე ოფიციალურად 3 დეკემბერს გაიხსნა და სულ მცირე დროში შეძლო ჯანსაღი ცხოვრების სტილით დაინტერესებული ადამიანების ყურადღების მიპყრობა. მაღალტექნოლოგიური კონცეპტუალური სივრცე მის სტუმრებს საშუალებას აძლევს თანამედროვე სავარჯიშო ინვენტარით ისარგებლონ. „რეფორმას“ სივრცე აღჭურვილია TechnoGym-ის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენი ჭკვიანი საათი დაუკავშიროთ სავარჯიშო მოწყობილობას და თვალი ადევნონ საკუთარ სპორტულ შედეგებს, აწარმოონ საკუთარი აქტივობების ანალიტიკა. ციფრული ანალიტიკის წარმოება, „რეფორმას“ პროფესიონალი ტრენერების დახმარებითაც შეგიძლიათ.

სავარჯიშო სივრცე ითვალისწინებს ვიზიტორების წახალისებას საჩუქრებით. 1000 კვ.მ-ზე განაწილებული ინტერიერის ულტრათანამედროვე დიზაინი კი, რომელიც 6 სხვადასხვა ტიპის სივრცედაა განაწილებული, ინდივიდუალური გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ.

დამფუძნებლების შეფასებით, გარდა მაღალტექნოლოგიური მხარდაჭერისა, „რეფორმა“ იდეალური სივრცეა მათთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია მაღალი დონის სავარჯიშო გარემოში ყოფნა და ტერიტორიულადაც მოსახერხებელია, ვინაიდან თბილისის ამ ნაწილში „რეფორმა“ ერთადერთი ასეთი დონის სავარჯიშო ადგილია.

„რეფორმამ“ ბრენდინგის განახლებაზე დიზაინ სააგენტო Creative Culture-თან ერთად იმუშავა. ერთობლივი მუშაობის შედეგად, შეიცვალა ვიზუალური იდენტობა, შემუშავდა ტიპოგრაფია.

ლაშა შეყილაძე, „რეფორმას“ ბრენდ მენეჯერი, Creative Culture-ის არტ დირექტორი: „პროექტზე მუშაობისას, უპირველეს ყოვლისა სახელზე გავაკეთეთ აქცენტირება და ის წარმოვადგინეთ ამ სლოგანის ფორმით წარმოვადგინეთ: „შენი შინაგანი რეფორმა“ – ReForm Yourself. განვაახლეთ ლოგო და ის ტიპოგრაფიულ სტილში წარმოვადგინეთ. ლოგოს იდეა ვიზუალურად ასახავს სავარჯიშო სივრცის სახელწოდებას და რამდენიმე ვარიაციითაა წარმოდგენილი – ერთ ვერსიაში სახელის პირველი ასო თხელია, ბოლოსკენ კი სქელდება, მეორეში – პირიქით. ერთი შეხედვითვე მარტივად მიხვდებით, რომ ესაა ის რეფორმა, რომლისკენაც ისწრაფვის „რეფორმაში“ მოსული ადამიანი.

სრულად ჩამოყალიბდა კომუნიკაციის დიზაინი. შევარჩიეთ ბრენდის საკვანძო ფერები. ციფრული კომუნიკაციების განახლების გარდა, ბეჭდური ვერსიაც შეიქმნა, რაც უშუალოდ ინტერიერსა და გუნდის ვიზუალზე აისახა. პარალელურად, ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც, რომლით სარგებლობაც შეეძლებათ „რეფორმას“ ვიზიტორებს. საერთო ჯამში, Creative Culture-მა „რეფორმას“ სრული ბრენდბუქი უზრუნველყო, რაც ვფიქრობ, ზუსტად ასახავს სავარჯიშო სივრცის კონცეფციას“.

„რეფორმას“ სერვისებსა და მაღალტექნოლოგიურ კონცეფციაზე კომპანიის დირექტორი გიორგი ჩაკვეტაძე გვესაუბრა:

M: გვიამბეთ, როგორ განვითარდა „რეფორმა“ დაარსებიდან დღემდე?

ფიტნეს დარბაზი უკვე 4 წელია მომხმარებლებს ხარისხიან სივრცეს, პროფესიონალ ტრენერებს და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს, ეს განახლება კი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ცვლილებაა რეფორმას ისტორიაში. ახალი სივრცე გაშლილია 1400 მ2 ფართობზე და დაყოფილია 6 ინდივიდუალურ სივრცედ: სპინინგის სტუდია, კარდიო ვარჯიშების სივრცე, ძალისმიერი ვარჯიშები, კრივი და ა.შ. ახალ დარბაზს 1000 – მდე მომხმარებლის ერთდროულად მიღება შეუძლია, ბოლო 4 წელიწადში კი 7000-ზე მეტი ერთგული მომხმარებელი დავაგროვეთ. ყოველდღიურად 400-ზე მეტი ვიზიტი ფიქსირდება.

M: რა გამოარჩევს „რეფორმას“ მაღალტექნოლოგიურ გარემოს, რაც მომხმარებელს ასე ხიბლავს?

ახალი დარბაზი დაკომპლექტებულია ულტრა თანამედროვე სავარჯიშო მოწყობილებით. მსოფლიოში ცნობილი ბრენდის technogym – ის და რეფორმას ერთობლივი კოლაბორაციით
დარბაზში წარმოდგენილია 100 ზე მეტი ერთეული სავარჯიშო მოწყობილობა.

მაღალტექნოლოგიური დარბაზი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიღწეული შედეგები
სმარტფონში ან ჭკვიან საათში უმარტივესად გადაიტანონ და ერთგვარი ანალიტიკა აწარმოონ, რაშიც რეფორმას პროფესიონალი ტრენერები დაეხმარებიან. ახალი სივრცის ინტერიერი ერთგვარი ბალანსია, მამოტივირებელი ენერგიისა და მსუბუქი ატმოსფეროსი რაც ჩვენი
დარბაზშის თითოეულ დეტალში გამოიხატება.

M: როგორია განახლებული სავარჯიშო სივრცის მთავარი იდეა?

სავარჯიშო სივრცის გარდა, მოხმარებლებს ვთავაზობთ განახლებულ დიზაინ და ციფრულ კომუნიკაციებს. რებრენდინგის მიზანი იყო რეფორმა უფრო უშუალო, საინტერესო და ინტერაქციული ბრენდი გამხდარიყო. ახალი სტილის ფოტოები, ფერები და ტიპოგრაფიული
მოძრავი ლოგო კომუნიკაციას საგრძნობლად ამარტივებს, უფრო შედეგიანს და ეფექტურს ხდის.

M: სამომავლოდ როგორ გეგმავთ „რეფორმას“ განვითარებას?

სამომავლო მიზანია, რომ თბილისის ცენტრალურ და გარე უბნებში შევქმნათ კიდევ რამდენიმე სივრცე სადაც მომხმარებლებს მაღალტექნოლოგიურ, თამაედროვე და სასიამოვნო გარემოს შევუქმნით წარმატებული შინაგანი რეფორმისთვის.

 

[R]

GMI Rights Management გახდა Universal Music Publishing Group-ის საბ-ფაბლიშერი კავკასიის რეგიონში

მოემზადე ახალი წლისთვის ველიზე MASTERCARD-თან ერთად