13
Sep
2016

“Refugee” – დოკუმენტური ვიდეორგოლი 5 შვილის დედაზე

13 Sep 2016



Hello Vuelo არის ორგანიზაცია, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირებს თავიანთი ოჯახის წევრების, ნათესავების მოძებნაში ეხმარება და თან შეძლებისდაგვარად ცდილობს მათი ცხოვრების გაუმჯობესებას. პროდიუსერები ელენ მურსი და ჯოსი ჩენსი ორგანიზაციის საქმიანობას სრულიად შემთხვევით გაეცნენ და იმდენად მოიხიბლნენ, რომ Hello Vuelo–ს გულის ამაჩუყებელ ისტორიებზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტეს.

 

 

“Refugee” – ასე ჰქვია ფილმს, რომელიც სარეკლამო სააგენტოების დაფინანსებით შეიქმნა და Telluride Film Festival-ის სიაშიც აღმოჩნდა. მთავარი გმირი აიშა დიპოა, აფრიკიდან დევნილი ქალბატონი, რომელსაც 5 შვილის დატოვება მოუხდა. ამჟამად, სხვა კონტინენტზე მცხოვრებ აიშას ყოველ ღამე ესიზმრება შვილები, თუ როგორ ეხუტება მათ და ხელში იყვანს. სამწუხაროდ, ჯერ სიზმრები რეალობისგან შორს არის, თუმცა, ეს საოცრად მებრძოლი და ძლიერი ქალბატონი იმედს არ კარგავს. ის თავდაუზოგავად შრომობს და ცდილობს, შვილების  დაბრუნებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი შეაგროვოს.

დოკუმენტური ფილმი ნამდვილად ძალიან ემოციური გამოვიდა. მისი ეკრანზე გამოჩენის შემდეგ, ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი. რაც მთავარია, სარეკლამო სააგენტოებმა თავიანთი შესაძლებლობები ნამდვილად კეთილი საქმისთვის გამოიყენეს.

განხილვა