4
Apr
2019

რეგისტრაციების მორიგი რეკორდი Young Lions Georgia-ზე!

4 Apr 2019

კანის ლომების ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსის ისტორიაში მორიგი რეკორდი დაფიქსირდა. Young Lions Georgia 2019-ზე წელს 169 გუნდი დარეგისტრირდა. თითოეული გუნდი ორი წევრისგან შედგება. კონკურსი შემდეგ კატეგორიაში ჩატარდება: PRINT, DESIGN, CYBER, FILM და MARKETERS. ცნობილია რეგისტრირებული გუნდების რაოდენობა კატეგორიების მიხედვით: Digital – 30 გუნდი, Print – 45, Film – 34, Design – 31, Marketers – 29.

საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მიერ გამოვლენილი 5 გამარჯვებული გუნდი, 2019 წლის 17-21 ივნისს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე , მსოფლიოს პირველობისთვის საქართველოს სახელით იბრძოლებს.

საქართველოს ისტორიაში Young Lions Georgia-ს შესარჩევი ტური პირველად 2015 წელს ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა 11-მა გუნდმა მიიღო. მას შემდეგ, ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. 2016 წელს, კონკურსზე 106 გუნდი დარეგისტრირდა, 2017-ში – 116, 2018 წელს კი 168-მა გუნდმა იასპარეზა.

საქართველოში კანის ფესტივალის წარმომადგენლობის მხარდამჭერია თიბისი. 2019 წელს დაგეგმილი ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერები არიან: Beeling, Adjarabet.com, USAID, CENN, Socar Georgia Petroleum.

კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი (Cannes Lions International Festival of Creativity) ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიაში. ფესტივალი 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად, ქალაქ კანში იმართება. ფესტივალის სიმბოლოა ლომი. კანის ლომების მოსაპოვებლად იბრძვიან მთელი მსოფლიოს პროფესიონალები სარეკლამო სამყაროდან. ამ ჯილდოს ფლობა განსაკუთრებულ სტატუსს სძენს მის მფლობელს.

განხილვა