ტრადიციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესანიშნავი კომბინაცია – შეიძლება ასე შევაფასოთ იტალიური მწარმოებლის მიდგომები, რომელიც უმაღლესი ხარისხის მაკარონის ბევრ სახეობას წარმოგვიდგენს. საუბარია „რეჯიაზე”, რომელიც 70 წელია, რაც მსოფლიო ბაზარზეა და მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გადაუხვევია მთავარი პრინციპისგან – შექმნას პრემიუმ პროდუქტი.

ბრენდის ისტორია ერთი იტალიური ოჯახით იწყება, რომელიც 1949 წლიდან მუშაობდა წისქვილზე და მაკარონის ქარხანაში. უშუალოდ საკუთარი საწარმოს დამფუძნებელი იყო ანტონიო პალანტე, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ პროდუქციის ხარისხი არასოდეს უნდა შეეწიროს მოცულობას. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათწლეულები გავიდა და დღეს კომპანიას პალანტეს ოჯახის მეოთხე თაობა მართავს, ეს მიდგომა არ შეცვლილა. „რეჯიას” მწარმოებელთათვის ნატურალური პროდუქტი გემრიელ პროდუქტს ნიშნავს და ამ მიდგომის გამო უამრავ მომხმარებელს მოსწონს ეს ბრენდი.
Reggia ადგილობრივ ბაზარს დიდი ხანია გასცდა. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც იყიდება მაკარონი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მივირთვათ ზუსტად ისეთი სპაგეტი, პასტა, კარბონარა და ლაზანია, როგორიც იტალიაშია. ის იყენებს ნატურალურ ხორბალს, რის გამოც პროდუქცია სასარგებლოა დიეტის დაცვის ან უბრალოდ ჯანსაღი კვების დროს.
კომპანიას შემუშავებული აქვს დამზადების ისეთი ტექნოლოგია, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს ხარისხს ისე, რომ ფასი ძალიან არ გაზარდოს და მაქსიმალურად ყველაზე იყოს მორგებული. ბრენდს წარმოებაში მაკარონის მრავალგვარი სახეობა აქვს და ის ყველანაირი გემოვნების ადამიანს აკმაყოფილებს. სულ კომპანია 5 საწარმო ხაზის მფლობელია.

ბრენდი საქართველოშიც საკმაოდ პოპულარულია. Reggia-ს შეძენა როგორც სხვადასხვა ქსელურ მარკეტში, ისე ონლაინ მაღაზიებშიც შეგიძლიათ. ამასთან, კომპანია ცნობილი ტელეშოუს „სამზარეულოს ომების” სპონსორია. ვინც ამ გადაცემას თვალყურს ადევნებს, შეუძლია უგემრიელეს რეცეპტებს გაეცნოს, რომლის მომზადებითაც, ნამდვილი იტალიური კულინარიის სამყაროში იმოგზაურებს.
[R]










