„ახალგაზრდობის სააგენტო“, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარებისთვის მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც ათივე რეგიონში თანაბრად განაწილდება.
სააგენტოს თქმით, პროექტის ფარგლებში, რეგიონულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა საკონკურსოდ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები უნდა წარმოადგინონ, რომლებიც, არაფორმალური განათლების გზით, უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ, თუ კულტურულ ცხოვრებაში.
კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყო, საკონკურსო წინადადებების შეტანა კი ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ. კონკურსის პერიოდში კი დაგეგმილია რეგიონული საინფორმაციო ტურნე, რომლის ფარგლებშიც, თითოეულ რეგიონში, დაგეგმილია შეხვედრები.