in

შეხვდი ახალ წელს ახალი პროფესიით – მოასწარი რეგისტრაცია სტეპის კურსებზე

წლის დასასრული უკვე ახლოვდება და წარმოიდგინე, რა მაგარი იქნება ახალ წელს – ახალი, პერსპექტიული პროფესიით რომ შეხვდე.

ეს ყველაფერი რეალურია და ეს შენც შეგიძლია – მოასწარი რეგისტრაცია სტეპის კურსებზე!

სტეპის საშემოდგომო ჯგუფებში რეგისტრაცია უკვე სრულდება და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ადგილი. ასე რომ, ნუ გაუშვებ ხელიდან ამ შანსს, დაიწყო ახალი წელი ახალი კარიერით!

გახსოვდეს, ყოველი დაკარგული წუთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. იმიტომ, რომ სანამ შენ ფიქრობ – სხვები უკვე სწავლობენ, სანამ შენ ყოყმანობ – სხვები უკვე საკუთარ პორტფოლიოებს ქმნიან, სანამ შენ ჯერ კიდევ დიპლომს ელოდები – სხვები საერთაშორისო სერტიფიკატებს იღებენ და სანამ შენ CV-ს შედგენას დაიწყებ – სხვებს უკვე სამსახურს სთავაზობენ წამყვანი IT კომპანიები.

როგორც გლობალურ ბაზარზე, ისე საქართველოში, IT სფერო წარმოუდგენლად სწრაფად ვითარდება და მუდმივად საჭიროებს ახალ სპეციალისტებს. პროგრამირება, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, გრაფიკული დიზაინი – ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ მიმართულებებიდან, რომლებიც განსაკუთრებით მოთხოვნადია დღევანდელ ბაზარზე. სტეპის კურსები საშუალებას მოგცემს, აირჩიო შენთვის საინტერესო სფერო და დაიწყო კარიერა, რომელიც ნამდვილად გაგიტაცებს.

სტეპში დღის მანძილზე დაახლოებით 40-ამდე საკონსულტაციო შეხვედრას ვმართავთ და მშობლებსა და  IT ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს IT პროფესიების არჩევაში ვეხმარებით. ჩვენი გამოცდილებით ზუსტად ვიცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიის სწორად შერჩევას მომავალი წარმატებული კარიერისთვის. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, ისწავლონ, როგორც პირისპირ შეხვედრებით, ჩვენს ფიზიკურ სივრცეში, ასევე გაიარონ სტეპის ონლაინკურსები და საკუთარ ყოველდღიურობას უფრო მარტივად შეუთავსონ ახალი პროფესიის შესწავლის პროცესი“, – მარიამ შოშიაშვილი, სტეპის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი.

IT აკადემია STEP-ში დაგეხმარებიან იმის გარკვევაში, თუ რომელი ტექნოლოგიური სფერო უფრო სასურველია შენთვის. ასე რომ, შეგიძლია, მოითხოვო პერსონალური კონსულტაცია.

მოკლედ, იყავი იმ რჩეულთა შორის, ვინც ახალ წელს, ახალი, მაღალანაზღაურებადი პროფესიით შეხვდება. სტეპში შეგიძლია, შეიძინო ცოდნა, უნარები და გამოცდილება, რომელიც აუცილებელია წარმატებული IT კარიერისთვის.

წარმოიდგინე, როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება ერთი წლის შემდეგ – იქნები მოთხოვნადი სპეციალისტი, გექნება საინტერესო სამუშაო და კონკურენტული ანაზღაურება. შეძლებ, იმუშაო ინოვაციურ პროექტებზე, რომლებიც ცვლიან მსოფლიოს. IT სფეროში კარიერა არ არის მხოლოდ სამსახური – ეს არის ცხოვრების სტილი. ეს არის მუდმივი სწავლა, განვითარება და ინოვაცია. შენ იქნები იმ ადამიანების წრეში, რომლებიც ქმნიან მომავალს. ეს არის შანსი, არა მხოლოდ შეცვალო შენი კარიერა, არამედ შეცვალო მომავალი.

ყველაფერი ახლა იწყება! – სტეპის საშემოდგომო ჯგუფებში რამდენიმე ადგილი დარჩა და მიღება უკვე სრულდება – ასე რომ, მოასწარი რეგისტრაცია!

დამატებითი ინფორმაციისთვის, გადადი რილსზე.

[პარტნიორის კონტენტი]

შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვანი პროფესიონალებისგან

გაიცანი წარმატებული სტეპერები – ლაშა ასპანაძე