9
ნოე
2018

ახალი ტექნიკური რეგულაციები სპირტიანი სასმელების ბაზარზე

9 ნოე 2018

საქართველოს მთავრობამ სპირტიანი სასმელების შესახებ ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაადგინა. რეგლამენტი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელებს არ ეხება. რეგულაციები წესდება სპირტიანი სასმელების იმ კატეგორიებზე, რომელიც მზადდება ხილის ჩენჩოსგან, კურკოვანი ან უკურკო ხილისგან, კენკროვნების ან ბოსტნეულის სპირტისგან, თაფლისა და სხვა ნედლეულისაგან. წარდგენილი პროექტით დადგენილი მოთხოვნები ყველა ბიზნესოპერატორზე ვრცელდება.

bog qulebi
Bog Xelfasi mob

როგორც მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი, ტექნიკური რეგლამენტი მიზნად სპირტიანი სასმელების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას ისახავს.

რეგლამენტის მიხედვით, აიკრძალა სპირტიანი სასმელების ბაზარზე განთავსება ან რეალიზაცია ისეთ ჭურჭელში, რომელიც დახურულია ფოლგის ან ტყვიის კაფსულების შემცველი თავსახურით ან საცობით.

დადგენილების ამოქმედების ვადა 2019 წლის პირველი აპრილიდან განისაზღვრა. ბიზნესოპერატორების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ სპირტიანი სასმელების განთავსება ბაზარზე, რომელიც არ შეესაბამება ამ დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, დაშვებულია 2020 წლის პირველ იანვრამდე.

განხილვა