in ,

ცნობილი სერიალების საუკეთესო “ექიმები” ჯანმრთელობის შემოწმებისკენ მოგიწოდებენ

სადაზღვევო კომპანია Cigna–ს ახალ ვიდეორგოლში სამედიცინო თემაზე გადაღებული ყველა ცნობილი სერიალის საუკეთესო ექიმები არიან თავმოყრილნი: დერეკი “გრეის ანატომიიდან”, კრისტოფერი “კლინიკიდან” და რა თქმა უნდა, ლიზა “ექიმი ჰაუსიდან”. ეს სწორედ ის ექიმები არიან, რომლებიც თავიანთი მსჯელობითა და მოქმედების უნარით ყოველი ახალი სერიის შემდეგ გაოგნებულს გვტოვებენ ხოლმე. რეალურად კი ისინი უბრალოდ მსახიობები არიან, რომლებმაც მხოლოდ გადმოცემით თუ იციან სკალპერის დანიშნულება. თუმცა, ამ ვიდეორგოლში მათი შეკრების მიზანი ერთია, დაარწმუნონ ადამიანები ჯანმრთელობის რეგულარულად შემოწმების აუცილებლობაში.

 

https://www.youtube.com/watch?v=foL9gfbfweY

სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილი თვლის რომ ექიმთან მისვლა და კონსულტაციის გავლა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც რაღაც გაწუხებს. სინამდვილეში კი ყველაფრის თავიდან აცილება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი, თუ თავს რეგულარულად შეიმოწმებთ. ეს გაცილებით უპრობლემო, უსაფრთხო, უმტკივნეულო და ფინანსურადაც უფრო მისაღები გზაა.

ცნობილი სერიალის პროფესიონალ “ექიმებს” სადაზღვევო კომპანია Cigna–ც უერთდება და მომხმარებელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.

როგორ გავზარდოთ ახალგაზრდების ჩართულობა არჩევნებში? – აქცია Rocks the Vote

როგორ დავაკავშიროთ მუსიკა და მოდა – Colcci-ს კრეატიული მიდგომა