in

თევზის ფქვილის მწარმოებელ კომპანიებს სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ

ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც თევზის ფქვილს აწარმოებენ, სპეციალური ნებართვის აღება დასჭირდებათ. ამის შესახებ მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით, თევზის ფქვილის მწარმოებელი ბიზნესოპერატორი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლსა და აღიარებას. დადგენილება 2019 წლის 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს.

BOG
BOG

„ბიზნეს ოპერატორს ექნება ვალდებულება, შემოიტანოს განაცხადი სააგენტოში და კანონით განსაზღვრული ყველა პუნქტი დააკმაყოფილოს – როგორი უნდა იყოს საწარმო, რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რათა უზრუნველყოს უვნებელი და უსაფრთხო პროდუქტის წარმოება. აღიარების მინიჭების შემდეგ კი საწარმო უკვე სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იქნება,“- ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით გობეჯიშვილი გამოცემა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ქართულ კომპანიებს, რომლებიც თევზის ფქვილს აწარმოებენ, პროდუქცია, ძირითადად, თურქეთში გააქვთ. დავით გობეჯიშვილის თქმით, მეპატრონეებს უკვე აქვთ ინფორმაცია, რომ 1-ლი ივლისიდან სურსათის სააგენტო მათ აღიარებას ქართული კანონმდებლობის მიხედვით მიანიჭებს და ინსპექტირებასაც მოახდენს.

თევზის ფქვილი მეცხოველეობაში გამოიყენება როგორც კომბინირებული ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, შეიცავს 67% ცილას. პროდუქტის 85-90%-ს ითვისებს პირუტყვისა და ფრინველის ორგანიზმი. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ულუფაში 3-5% თევზის ფქვილი, თითქმის, მთლიანად აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ცხოველურ ცილაზე. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თევზი ხარისხობრივი მაჩვენებლებით, არ ჩამოუვარდება სასოფლო – სამეურნეო ცხოველთა ხორცს.

 

“ვცდილობ, გავაჩერო ფორმა, რომელიც აგრძელებს მოძრაობას” – მოქანდაკე ნიკოლო მელივა #თაობა

უწონადობა Apple-ის „ჯადოსნურ რეალობაში“