in

როგორ განვითარდება ორბელიანის განახლებული მოედანი?!

პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე 7 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. „თბილისის განვითარების ფონდში“ ამბობენ, რომ ჯერ კიდევ სამუშაოების პროცესში, კერძო ინვესტიციით, ტერიტორიაზე 4 სასტუმროს და 2 სავაჭრო – კომერციული ობიექტის მშენებლობა დაიწყო.ამ პროექტის ღირებულება 15 მლნ. ლარია.

BOG
BOG

 

 

მათივე თქმით, ტერიტორიაზე, ყვავილების ბაზრობისთვის, დაგეგმილია სპეციალური, გარემოსთან ადაპტირებული მხატვრული სავაჭრო პავილიონების მოწყობა. როგორც ფონდში ამბობენ, განახლებული ორბელიანის მოედანი და მიმდებარე ტერიტორია ეკონომიკური და ტურისტული ზონა იქნება. შესაბამისად, ღიაა ბიზნესის წარმოებით დაინტერესებული პირებისათვის.

ორბელიანის მოედნისა და ფხოვის, ფურცელაძის, ათონელის, აბჟანდაძის, ხაზინის, თაბუკაშვილის და ხიდის ქუჩების რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე შეიცვალა საინჟინრო – საკომუნიკაციო ქსელები, რესტავრაცია – რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20 შენობას, მათგან 13 ისტორიულ – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„თბილისის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით, 20-დან 10 შენობა ხელახლა აშენდა, განახლდა შიდა ეზოები, ძეგლებზე აღდგა არქიტექტურული და მხატვრული დეტალები.​ ფხოვისა და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი(5700 კვ/მ). როგორც თბილისის განვითარების ფონდში ამბობენ, სადგომი პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 85 მლნ. ლარია.

 

კოკა-კოლას ბილბორდები ნაგვის ურნისკენ მიმავალ გზას გიჩვენებენ

ცხოველები აფასებენ მატრასებს!