7
May
2014

7 მიზეზი, რის გამოც თქვენ ვერასდროს შექმნით რაიმე ძალიან მაგარს

7 May 2014

10346746_760585667296955_1547280065_nსტატია, რომელიც ცივი შხაპივით გამოგაფხიზლებთ. გაეცანით მეწარმე/ბიზნესმენ რეიმარ ტირადოს სტატიას, რომელიც ცოდნის წყურვილით შეპყრობილი ადამიანია და არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით.

pasha-statiebi
pasha-statiebi

„მე მოგითხრობთ იმას, რასაც არსად ასწავლიან. იმას, რაც გაიძულებთ თქვენ გაცდეთ ჩვეულებრივი ცხოვრების ფარგლებს. მაგალითისთვის, გადახვიდეთ მშობლების სახლიდან, მიატოვოთ სამსახური და გააკეთო რამე, ნამდვილად კარგი.

გამოცდილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რეალურ ცხოვრებაში, საგრძნობლად ცდება საგანმანათლებლო სისტემის ჩარჩოებს. ასეთი უნარების განვითარებას თქვენ მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როდესაც რეალურად იპოვით თქვენს თავს. ამ ცოდნას თქვენ მიიღებთ მხოლოდ მაშინ, როდესაც გარისკავთ ყველაფრით, იმისთვის რომ შექმნათ რაღაც ძალიან მაგარი.

იმის თქმა მინდა, რომ თამაშში, რომელსაც ცხოვრება ეწოდება, თქვენ მცირედი შანსიც კი არ გაქვთ. რატომ?

1. თქვენ იშვიათად აგებთ

თქვენ კომპფორტის ზონაში იმყოფებით, თქვენ არც კი ცდილობთ რაიმეს შეცვლას. თქვენ გირჩევნიათ ისაუბროთ, რომ გსურთ ახალი ენის შესწავლა, ვიდრე რეალურად დაიწყოთ მისი შესწავლა. თქვენ სავარაუდოდ რთულ საქმეს სხვალისთვის გადადებთ, თქვენ გძულთ თქვენი სამსახური, მაგრამ ახლის საძებნელად მაინც არ ხართ მზად.

სანამ თქვენ აქ ხელებდაწყობილი სხედხართ და ცდაც კი არ გსურთ, მე საკუთარ შეცდომებს ვაგროვებ, საკუთრ თავს ვცდი, ახალს ვსწავლობ. როდესაც მე ვაგებ, მე ვსწავლობ. მე ჩემი გზა ისე მაქვს არჩეული, რომ მას სულ წინ მივყავდე. მე ცეცხლში გავდივარ და ვიძენ ფორმას. ფორმას ხმლის უბასრესი კიდეებით, რომელიც თქვენ ნაწილებად დაგკუწავთ, თუ კი თქვენც მეტად არ მოინდომებთ.

2. თქვენ გარშემომყოფების აზრი გაღელვებთ

და თქვენ სხვისი აზრის ქვეშ ექცევით, რადგანაც თქვენ გაღელვებთ ის, თუ როგორს დაგინახავთ სამყარო. თქვენ ასე ფიქრობთ, რადგანაც თავადაც სხვის განსჯაში ხართ. ამიტომაც ელოდებით, რომ სხვა ადამიანებიც დაიწყებენ თქვენს განსჯასა და შეფასებას.

სანამ თქვენ ცდილობთ მოერგოთ გარე სამყაროს, მე ვცდილობ გარე სამყარო მოვარგო ჩემს თავს. „მე თვდაჯერებით გადავაგდებ ყველა ეჭვს და სამყაროს ჩემს ნამდვილ სახეს დავანახებ. მე იმუნიტეტი მაქვს თქვენი აზრების მიმართ. მე იდეების გარემოცვაში ვამყოფებ საკუთარ თავს. სანამ თქვენ უკვე ცხადის ბჭობით ხართ დაკავებული, მე ჯერ ამოუცნობს ვიკვლევ“

3. თქვენ თავს უფრო ჭკვიანად თვლით, ვიდრე სინადვილეში ხართ

სინამდვილეში თქვენ ყველაფერ იგივეს აკეთებთ, რასაც სხვები. თქვენ სწავლობდით იგივეს, რასაც სხვები, კითხულობდით იმავე წიგნებს. მაგრამ თუკი თქვენ სწავლობდით იმისთვის, რომ გაგევლოთ ტესტები, ფიქრობთ, რომ ამით თქვენ უფრო ჭკვიანი გახდით?

ცოდნა არა სწავლაშია, არამედ იმაში, თუ როგორ ცხოვრობ. თუ საჭირო გახდა, მე შევძლებ ტესტების გავლას. მაგრამ, თქვენ თუ შეძლებთ იმ დავალებებს გაართვათ თავი, რომლებსაც მე ცხოვრება ყოველდღიურად მიყენებს? დავალებებს, რომლებიც შაკლებით და პროცენტებით კი არ იზომება, არამედ ერთადერთი საზომით – თვითგადარჩნის უნარით.

4. თქვენ არ კითხულობთ

თქვენ ან მხოლოდ იმას კითხულობთ, რასაც უნდა კითხულობდეთ – ან საერთოდაც არაფერს. თქვენ ისტორიას მოსაბეზრებლად მიიჩნევთ, ფილოსოფიას კი სულელურად. თქვენ რაიმე ტელეშოუს უფრო უყურებთ, ვიდრე რაიმე სიახლეს აღმოაჩენთ, ვიდრე ეცდებით ჩაწვდეთ სხვა ადამიანის ფიქრებს, რათა უკეთ გაიზროთ გარშემო სამყარო.

თქვენ არ აღიარებთ, რომ სამყაროს მთელი ძალა მათ სიტყვებშია, ვინც ჩვენამდე ცხოვრობდა. „ყველაფერი, რაც თქვენ გჭირდებათ შეგიძლიათ იპოვოთ უამრავ წიგნში, რომლიც ბევრად ხელმისაწვდომი გახდა. მაგრამ თქვენ ამ სტატიასაც არ კითხულობთ. ამ სტატიას დიდი ალბათობით ის ადამიანები კითხულობენ, ვინ ეს ყველაფერი ისედაც იციან. „ცხენი შეიძლება მიიყვანო წყაროსთან, მაგრამ მას წყლის დალევას ვერ აიძულებ.“

5. თქვენ არ ხართ ცნობისმოყვარე

ამიტომაც იღებთ თქვენ ინფორმაციას სახელმწიფო კონტროლის ქვეშ მყოფი მედია საშუალებებისგან და თავში აზრადაც არ მოგდით კითხვა: „და იქნებ ეს ყველაფერი ტყუილია?“ მასმედიის მთავარი ამოცანა მთავარი საკითხებისგან თქვენი ყურადღების გადატანაა.

სანამ თქვენ angry birds-ს თამაშით ხართ დაკავებული, მე სიმების თეორიასა და კვანტურ მექანიკაზე ვკითხულობ. ამიტომაც საკუთარ არგუმენტებს მე სხვადასხვა გადმოსახედიდან შევხედავ და მათ სუსტ წერტილებს მოვუძებნი, რათა გავიაზრო, რა კონტრარგუმენტი შეიძლება თქვენ კამათში მომიყვანოთ. მე კამათის ორივე მხარეს გავიგებ და თუკი მე თქვენ მხარეს გადმოვალ, მაშინ გამარჯვება ჩემი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მე ახლახანს უკვე მოგიგეთ იმავე კამათში.

6. თქვენ არ სვამთ კითხვებს

თქვენ ეჭვი არ გეპარებათ ავტორიტეტებში. თქვენ არ გესმით სწორად დასმული კითხვის მნიშვნელობა, ზრდილობიანად შეკამათების, და შესაძლებლობის, დარჩეთ თქვენს აზრზე იმ ადამიანებთან, ვინც თქვენ არ გეთანხმებათ. თქვენ არ უსვამთ თქვენს თავს კითხვებს რეალობის შესახებ – ძალიან ჩაგითრიათ ყოველდღიურობამ და…

7. თქვენ გაცოფებთ სიმართლე

აღიარეთ ის ფაქტი, რომ თქვენ სინამდვილეში არაფერი იცით. შესაძლოა, თქვენ უკვე ეს სტატიაც გაცოფებთ. სტატია ინტერნეტში ვერ დაგიბრუნებთ უქმად დაკარგულ დროს. თქვენ ცხოვრობთ ამაყად თავჩაქინდრული თქვენ მიკროსამყაროში, არ ინტერესდებით გარე სამყაროთი. ღვთაებრივად უკეთებთ იგნორირებას რეალობას, რომელიც ისე ახლოსაა თქვენთან, რომ თუკი ენას გამოყოფთ იგრძნობთ, თუ რამდენად გემრიელი გემო აქვს სიმართლეს. და მაშინ თქვენ მიხვდებით, რომ ერთადერთი, რაც თქვენ ხელს გიშლით აკეთოთ მართლა მაგარი რამეები, ეს ისევ და ისევ თქვენი თავია.

ნათია გოგია



განხილვა