ზალცბურგში დიდი ხნის ლოდინის შემდეგ კარლ ლაგერფილდის მორიგი მოკლემეტრაჟიანი ფილმის “Reincarnation” პრემიერა გაიმართა.
ფილმი სპეციალურად ახალი კოლექციის Chanel Metiers D’Art 2014/15 -სთვის გადაიღეს. მთავარ როლს კარლს ლაგერფილდის ახლო მეგობარი და ცნობილი მომღერალი ფარელ უილიამსი და ბრიტანელი მოდელი კარა დელევინი ასრულებენ. მოკლემეტრაჟიანი ფილმის საუნდტრეკიც “CC The World” ფარელ უილიამსს ეკუთვნის.
ფილმში შანელის პიჯაკის შექმნის ისტორიას მოგვითხრობს. კოკო შანელი ზალცბურგში სტუმრობისას ახალგაზრდა ლიფტიორს ხვდება, რომელსაც პიჯაკი აცვია. ლიფტიორის პიჯაკი ხდება სახელგანთქმული შანელის პიჯაკის შექმნის მიზეზი.
სწორედ ამ ლიფტიორის როლს ფარელ უილიამსი ასრულებს, ხოლო მოსამსახურის როლს – კარა დელევინი. ღამის საათებში სასტუმროს ფოიეში ჩამოკიდებული სურათებიდან ამ ორის პროტოტიპი ცოცხლდება. ფილმის ბოლოს შანელის და ლიფტიორის დიალოგია, სადაც შანელი არკვევს, რომ პიჯაკი, რომელიც ლიფტიორს აცვია სპეციალურად მას შეუკერეს. “მაშინ მეც სპეციალურად ჩემთვის შევკერავ” აცხადებს შანელი და ასე იწყება ლეგენდარული “Chanel The Jacket”-ის ისტორია.