in

ვინ და რა გვჭირდება მანამ, სანამ კარიერული ცვლილების გადაწყვეტილებას მივიღებთ

მოულოდნელი შემთხვევები ჩვენს ყოველდღიურ რუტინას ანგრევს, კომფორტის ზონიდან გვყრის და ჩვენში ბადებს კითხვას: რა ხდება ჩემ გარშემო და რა შემიძლია, გავაკეთო?

ბოლო პერიოდში, ალბათ, ბევრმა ჩვენგანმა გადააფასა საკუთარი კარიერა და ეს კარგია. უბრალოდ, უნდა მივიღოთ, როგორც ბუნებრივი პროცესი და ამისგან არ უნდა დავითრგუნოთ.

და შევეცდებით, მოკლედ, ამის რამდენიმე გზა გაჩვენოთ:

განავითარე საკუთარი თავის რამდენიმე ვარიანტი
დალაგებულ სიტუაციაშიც კი, კარიერის შეცვლა არასდროს არის მარტივი და მსუბუქი პროცესი. ეს, როგორც წესი, დაკავშირებულია დაძაბულ მოგზაურობასთან, ექსპერიმენტთან, რომლის შედეგადაც საკუთარი თავისა და შესაძლებლობების შესახებ საკმაოდ საფუძვლიანი წარმოდგენები გექმნება.

წარმოიდგინეთ თავი, რაც შეიძლება, მეტ სიტუაციაში, შეისწავლე, დაამუშავე და დაიტოვე შენთვის ყველაზე სასურველი.

ლიმინალობა
ადამიანთა ჯგუფისათვის, ისევე როგორც ცალკეული ინდივიდებისათვის, ცხოვრება ნიშნავს განცალკავებასა და კვლავ გამთლიანებას, ფორმისა და კონდიციის ცვლილებას, სიკვდილსა და კვლავ დაბადებას. ცხოვრება თავისთავად აღიქმება, როგორც გადანაცვლება.

გადანაცვლების ყოველი პროცესი სამი ფაზით ხასიათდება:
1. გამოცალკავება, გამოყოფა, ანუ სეპარაცია;
2. მარგინალობა, ანუ ლიმინალობა;
3. გაერთიანება ანუ ინკორპორცია;

ლიმინალობა ახალი ეტაპის, მოგზაურობის დაწყების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ეს არის პროცესი, როგორ გავაერთიანოთ მოგონებები, გავაერთიანოთ ის, რაც ვისწავლეთ, დავგეგმოთ მომავალი, შევინარჩუნოთ მორალური კომპასი და ჩვენგან ვაშენოთ ახალი შესაძლებლობების მქონე პიროვნება.

დამატებითი პროექტები
კარიერის დაწყების ყველაზე გავრცელებული გზა გულისხმობს რაიმე მხარის გაუმჯობესებას – ცოდნის, უნარ-ჩვევების, რესურსებისა და ურთიერთობების დამუშავებას, სანამ არ მიიღებ გამოცდილებას, ახალ კარიერულ  გზაზე სასიარულოდ.

ადამიანების უმეტესობა ერთდროულად მრავალ შესაძლებლობაზე მუშაობს და ეს ძალიან პოზიტიური მოვლენაა არა მხოლოდ პრაქტიკულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, საკუთარ თავთან, არამედ იმ ეგზისტენციალური ეჭვებისგან გასათავისუფლებლადაც, რომლებიც კარიერულ ცვლილებაში ითარგმნება ხოლმე: ვინ ვარ მე? ვინ მინდა, გავხდე? სად შემიძლია, ჩემი შესაძლებლობებით საუკეთესო წვლილის შეტანა?

სხვადასხვა რამის მოსინჯვით ვისწავლით, რამდენად თანხვედრაშია ის, რაც შეგვიძლია მასთან, რაც გვგონია, რომ შეგვიძლია.

გააღვიძეთ „მიძინებული“ კავშირები
ნეთვორქინგის ოქროს წესი კარიერის შეცვლისთვის ყოველთვის იყო მისუსტებული კავშირების მობილიზება – ეს არის ურთიერთობები, რომელიც თქვენ გაქვთ ადამიანებთან, რომელსაც არც კარგად იცნობთ და ვერც ხშირად ხედავთ და ასევე, არსებობს „მიძინებული კავშირებიც“ – ურთიერთობების იმ ადამიანებთან, რომელთანაც ოდესღაც ახლოს იყავით, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, კონტაქტი აღარ გქონიათ.

ერთ გამოკვლევაში 200-ზე მეტ აღმსრულებელს სთხოვეს, დაკავშირებოდნენ იმ ადამიანებს, რომელთანაც ადრე საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდათ, მიზანი – ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მათგან ინფორმაციის ან რჩევების მიღება იყო. აღმოჩნდა, რომ რჩევები, რომლებიც მათ მიიღეს ამ მიძინებული წყაროებიდან, საშუალოდ, უფრო ფასეული და ახალი იყო, აქტიური ურთიერთობების მქონე ადამიანებისგან მიღებულთან შედარებით.

ისაუბრე
თვითრეფლექსია, პარადოქსულად, პრაქტიკაა, რომელიც საუკეთესოდ იკვებება სოციალური ურთიერთობის დროს, საკუთარ თავზე ხმამაღლა საუბრით, უკუკავშირის, თანაგრძნობის, გამხნევების მიღებით, შეკითხვის დასმით, გამოცდილების გაზიარებით.

უბრალოდ, საკუთარუ თავის შესახებ საუბრის დაწყებამ შეიძლება მიგიყვანოს იქამდე, რომ თურმე ცვლილებები გჭირდება. შემდეგ, გაარკვიო, რატომ გჭირდება, უფრო ზუსტად, რა გჭირდება და როგორ შეგიძლია ამ ცვლილებების მიღწევა.

მოკლედ, ნაბიჯ-ნაბიჯ თუ მივყვებით, ამ პროცესში, თვალსაწიერსაც იფართოებ და წინაპირობას ქნმნი, რომ გემო  ახალ ცხოვრებას გაუსინჯო.

წყარო: HBR



ამიერიდან Postred დაგვიძახეთ! – რედიზაინი, რომელზეც სააგენტო Redberry-მ იმუშავა

Pinterest-ის ახალი ფუნქცია სასურველ პროდუქტს ფოტოზე დაყრდნობით გაპოვნინებთ