in ,

”ტროტუარი”- რეკლამა ასფალტზე

Startauperi
Startauperi

რეკლამა ასფალტზე თბილისში ჯერ კიდევ „ახალი ხილია“. „ტროტუარი“, დაახლოებით, ერთი წლის წინ შეიქმნა. კომპანია რეკლამებს ასფალტზე, ტროტუარებსა და გადასასვლელებთან ათავსებს.

trotuari

„პირველად მოსკოვში ვნახე ასეთი რამ. თუმცა, იქ არ იყო ოფიციალური, სარეკლამო კომპანიის მიერ გაკეთებული. ჩავთვალეთ, რომ ძალიან საინტერესო და კრეატიული იქნებოდა. ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ამ სერვისს შესთავაზებდა“- ამბობს კომპანიის დირექტორი ქეთი კვინიხიძე.

რეკლამის ზომები A4–დან A0-მდეა. შესაძლებელია ნახატის, წარწერის ან ორივეს ერთად განთავსება. ფასიც მათი ზომების, რაოდენობისა და ფორმების მიხედვით იცვლება. მაგალითად, ერთი A4–ის ფორმატის რეკლამის განთავსების ღირებულება 15 ლარია, ამავე ზომის ქვედა ფონისა კი 3 ლარი. ტროტუარზე განთავსებული რეკლამების ხანგრძლივობა სამი კვირაა.

სპეციალურ ნებართვას ”ტროტუარი” მერიასთან შეთანხმებით კომპანია ”აუთდორისგან” იღებს. ქეთი კვინიხიძე ამბობს, რომ ასფალტზე რეკლამის განთავსება მხოლოდ ძველ თბილისშია აკრძალული. დანარჩენ უბნებში შეზღუდვა არ არსებობს.

”შემიძლია ვთქვა, რომ ასფალტზე განთავსებული რეკლამა საკმაოდ ეფექტურია. შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს. ხალხი რომ დადის ქუჩაში, პირდაპირ ხედავს.

მაგალითად, საკმაოდ წარმატებული იყო გენდერული თანასწორობის შესახებ კამპანია, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იყო New Balance-ის გახსნის ”დაანონსება”, გვქონდა ”Cotton”-ისა და Oxford Medical-ის რეკლამები”. რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ”ტროტუარი” 3D ფორმატის რეკლამების განთავსებას იწყებს.

7459_317938295004270_1931996584_n

407105_303367679794665_1850446227_n

1001854_324558997675533_354063391_n

Wendy’s საახალწლო სიმღერა

შვედეთის რებრენდინგი